თავში

ექსპორტთან ერთად, ქართული პროდუქტის კონკურენტუნარიანობაც იზრდება

ექსპორტთან ერთად, ქართული პროდუქტის კონკურენტუნარიანობაც იზრდება
ექსპორტთან ერთად, ქართული პროდუქტის კონკურენტუნარიანობაც იზრდება

პანდემიის პირობებში ექსპორტით შემოსავლები შემცირდა, თუმცა ადგილობრივი ექსპორტის წილი გაზრდილია. როგორც ეკონომისტი გივი მომცელიძე აღნიშნავს, ადგილობრივი ექსპორტის ზრდა ადასტურებს საქართველოს მზარდ სამეწარმეო პოტენციალსა და საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებასაც, რადგან ექსპორტი ძირითადად ეკონომიკურად უფრო განვითარებულ ქვეყნებზეა მიმართული.

,,საგარეო ვაჭრობაში covid-19-ის გავლენა საკმაოდ მძიმე, რიგი მიმართულებით დიდი კლებაა, თუმცა უდავოდ დადებითია ის მომენტი, რომ ადგილობრივი ექსპორტი დადებით ტრენდს ინარჩუნებს. შარშან, ამ თვალსაზრისით, ზრდა გვაქვს ევროპულ ბაზრებსა და ჩინეთშიც.თუმცა დსთ-ს ბაზრებზე კლებაა, რაც რეექსპორტის შემცირებას უკავშირდება. საგარეო ვაჭრობა ჩვენს ყურადღებას განსაკუთრებით ადგილობრივი პროდუქტის ექსპორტით იპყრობს, რაც საერთაშორისო ბაზრებზე მზარდ კონკურენტუნარიანობაზე მიუთითებს.თუმცა მსოფლიო საშიშ ვირუსს, უხილავ მტერს ებრძვის და ეს ყველაფერი გავლენას ახდენს მოთხოვნის კლებაზე, საგარეო ვაჭრობაშიც კლებას სწორედ ეს გარემოება განსაზღვრავს. აღსანიშნავია, რომ მატულობს ჩინეთში ექსპორტი, რაც შეიძლება სასურველ დონეზე არ არის, მაგრამ თვითონ ექსპორტის დინამიკა და ტრენდია საყურადღებო. მით უმეტეს, ჯერჯერობით ზრდა ძირითადად სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ხარჯზეა. მართალია, ღვინის ექსპორტი ჩინეთში შემცირდა, მაგრამ დიდი პოტენციალი ამ მხრივ, რომ მომავალში ზრდა დავაფიქსიროთ. მთავარია, ჩინელი მომხმარებელი ქართული პროდუქტის დაინტერესდა და მაქსიმალურად უნდა ვცადოთ, რომ ჩინურ ბაზარზე მეტი წილი დავიჭიროთ", - ამბობს მომცელიძე.

ეკონომისტის თქმით, ადგილი აქვს საპირისპირო ტენდენციასაც, კერძოდ, ბოლო დროს ჩინელები განსაკუთრებით სამშენებლო სფეროთი დაინტერესდნენ და მოსალოდნელია, რომ ინვესტიციები ამ მიმართულებითაც გაიზრდება.

შეგახსენებთ, რომ  საქსტატის მიხედვით, 2020 წელს საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა მთლიანი ექსპორტის 72.0 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 3.5 პროცენტით გაიზარდა და 2 406.9 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

ადგილობრივი ექსპორტი არის ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, ანუ ადგილზე ნაწარმოები პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებელი.

2020 წელს ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 729.4 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 30.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 246.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 209.0 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.7 პროცენტი).

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system