თავში

ექსპორტზე აგროსასურსათო პროდუქცია დაწინაურდა

ექსპორტზე აგროსასურსათო პროდუქცია დაწინაურდა
ექსპორტზე აგროსასურსათო პროდუქცია დაწინაურდა

საგარეო ვაჭრობის ბალანსი გაუმჯობესდა, ხოლო საექსპორტო პროდუქტებს შორის აგრარული პროდუქცია ერთ-ერთი პირველია, რომელიც ზრდას აჩვენებს. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, მიმდინარე წელს გაიზარდა საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქების ექსპორტი, ასევე შემცირებულია იმპორტი.

დავითაშვილი მიიჩნევს, რომ დარგის წარმატება სოფლის მეურნეობის მიმართულებით მრავალწლიანი, თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია.

„ჩვენ აგროსასურსათო სექტორის სავაჭრო ბალანსი 2020 წელს გვაქვს გაუმჯობესებული. პანდემიის მიუხედავად, ჩვენ ეს მოვახერხეთ და ყოველ წელს გვექნება მზარდი ექსპორტი და გაუმჯობესებული ბალანსი. ეს არ არის ერთი დღის მუშაობის შედეგი, ეს არის შედეგი მრავალწლიანი, თანმიმდევრული პოლიტიკის, რომელიც სოფლის მეურნეობის მიმართულებით გვაქვს. ყოველ წელს უკეთესი შედეგები გვექნება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გუშინვე, საგარეო ვაჭრობის მონაცემის შეფასებისას განაცხადა, რომ ექსპორტის ზრდაში აქტიურად მონაწილეობს და დიდი წვლილი აქვს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას, აგრეთვე საფეიქრო ნაწარმს. 

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ექსპრეს-მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 8 მლრდ 121 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 14.9%-ით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 2 403.5 მლნ აშშ დოლარი იყო (12.1%-ით ნაკლები), ხოლო იმპორტი 5 717.6 მლნ აშშ დოლარი (15.9%-ით ნაკლები).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსი 2020 წლის იანვარ-სექტემბერში 3 314.1 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8%-ი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system