თავში

ექთნებს და IT-ინჟინრებს ევროპაში კარიერის გაკეთების შანსი ეძლევათ

ექთნებს და IT-ინჟინრებს ევროპაში კარიერის გაკეთების შანსი ეძლევათ
ექთნებს და IT-ინჟინრებს ევროპაში კარიერის გაკეთების შანსი ეძლევათ

ევროპის ადამიანური რესურსების მართვის ერთ-ერთმა უმსხვილესმა კომპანია „ტრენვალდერ გრუპის“ (Trenkwalder Group) გენერალურმა დირექტორმა, ოქტაი ერჩიაზიმ განაცხადა, რომ დასავლეთელი ინვესტორები ქვეყანაში პირველ რიგში პროფესიული განათლების დონეს აკვირდებიან. 

ეჩიაზის თქმით, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე ადამიანური რესურსების მართვის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია Trenkwalder Group-ი საქართველოთი დაინტერესდა და ადგილობრივ მოსახლეობას ევროპაში გადამზადება-დასაქმების შესაძლებლობას მისცემს.

ოქტაი ერჩიაზის განმარტებით, პირველ ეტაპზე სავარაუდოდ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს (მომვლელებს, ექთნებს) და საინფორმაციო ტექნოლოგიების ინჟინრებს მიეცემათ დასავლეთში კარიერის განვითარების შესაძლებლობა. პოტენციური კადრების მოზიდვას კომპანია, როგორც წესი სხვადასხვა მარკეტინგული კამპანიების საშუალებით აწარმოებს, რაც საქართველოში უახლოეს მომავალში დაიწყება. თუმცა მანამდე დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაციის მიღება Trenkwalder Group-ის ოფიციალური „ფეისბუქის“ გვერდზე შეუძლიათ. დასაშვებია კომპანიისთვის საკუთარი რეზიუმეს ელექტრონული ფოსტით გაგზავნაც.

როცა გერმანულ ან ავსტრიულ ბაზარს განვიხილავთ, დასაქმებულთა უმრავლესობას უნარები სწორედ პროფესიული განათლებით აქვთ მიღებული. ეს გულისხმობს როგორც კოლეჯს, ისე პრაქტიკულ განათლებას. ეს ეხება როგორც ბანკის თანამშრომლებს, ისე მექანიკურ ინჟინრებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. შესაბამისად, თუ საქართველოში დასავლეთელი ინვესტორების მოზიდვა გსურთ, ისინი პირველ რიგში უყურებენ არა იმას, რამდენი უმაღლესდამთავრებული გყავთ, არამედ ხარისხობრივად რა დონის პროფესიული განათლებაა ქვეყანაში. ყველას არ სჭირდება დიპლომი, მაგრამ ყველას სჭირდება შესაბამისი უნარი და პროფესიული სწავლება. გავიგე, რომ მთავრობის მხარდაჭერა ამ მხრივ უზრუნველყოფილია, რაც ჩემი აზრით ძალიან კარგი გზაა, იპოვოთ სტაბილური კარგი მუშახელი როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი ინვესტორებისთვის. ჩვენ გერმანიიდან მაგალითებს ჩამოვიტანთ, თუ როგორ ფუნქციონირებს პროფესიული განათლება და ხელს შევუწყობთ შესაბამის ინსტიტუტებს, რომ მაღალი ხარისხის პროფესიული განათლება დანერგონ. ჩვენ მრავალწლიანი გამოცდილება გვაქვს, ძალიან ბევრი კომპანიის პარტნიორები ვართ და კარგი ეკოსისტემის პირობებში მოვიწვევთ ამ კომპანიებს, რომ ამ პროცესს მხარი დაუჭირონ“, – განუცხადა ოქტაი ერჩიაზიმ „ბიზნესპარტნიორს“.

წყარო: "საზოგადოებრივი მაუწყებელი"

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system