თავში

ექვს თვეში ბანკებმა 486 მილიონი ლარით იზარალეს

ექვს თვეში ბანკებმა 486 მილიონი ლარით იზარალეს
ექვს თვეში ბანკებმა  486 მილიონი ლარით იზარალეს

ეროვნული ბანკისფინანსური მაჩვენებლების სტატისტიკიდან ირკვევა, რომ საქართველოს15-მა კომერციულმა ბანკმა 2020 წლის პირველ 6 თვეში ჯამურად 486 მილიონი ლარით იზარალა. ეს მაშინ, როცა 2019 წლის იმავე პერიოდში ბანკებმა 360 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს.

სპეციალისტების განმარტებით, კორონავირუსით გამოწვეულმა მოლოდინების გაუარესებამ  საკრედიტო რისკი გაზარდა ანუ, გაიზარდა რისკი, რომ მსესხებელმა აღებული კრედიტი ვერ დააბრუნოს. 

საბანკო საქმის ექსპეერტები გვიხსნისნ, რომ ამ დროს ბანკები მოსალოდნელივ საკრედიტო დანაკარგების დაზღვევას ანუ დანაკაერგების წინასწარ დარეზერვებას იწყებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი საკრედიტო დანაკარგები აღმოჩნდება იმ მოცულობის, რა მოცულობის დანაკარგების რეზერვიც ბანკს აქვს წინსწრებით შექმნილი, მაშინ წინასწარ დარეზერვებული თანხა ავსებს საკრედიტო ზარალს. ეს რეალურად ბანკისთვის ხარჯია და სპეციალისტების განმარტებით სწორედ ესაა მათი ზარალიანობის მიზეზიც.

ფინანსური დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ჯამურად, ქართულმა კომერციულმა ბანკებმა "აქტივების შესაძლო დანაკარგების" ბუფერში 1.22 მილიარდი ლარი დაარეზერვეს. ესაა სესხებზე შესაძლო დანაკარგების თანხა.

რაც შეეხება თავად მარეგულირებლის განმარტებას იმაზე, თუ რატომ გადის საბანკო სექტორი წაგებაზე, საქართველოს ეროვნული ბანკმა კომერციული ბანკების ზარალის სტრუქტურასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ მარტის ფინანსური მაჩვენებლების გამოქვეყნებისას განმარტა, რომ წინა წლებში საბანკო სექტორი მომგებიანობით გამოირჩეოდა, რამაც ბანკებს საშუალება მისცა შექმნილიყო ბუფერების ადეკვატური მოცულობა, რომელთა გამოყენებაც სწორედ ამგვარ კრიზისულ ვითარებებშია მიზანშეწონილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system