თავში

საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ექვსი ქვეყნის ბიზნესომბუდსმენს უმასპინძლებს

ექვსი ქვეყნის ბიზნესომბუდსმენს უმასპინძლებს
საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ექვსი ქვეყნის ბიზნესომბუდსმენს უმასპინძლებს

„ხელშემწყობი გარემოს შექმნა მდგრადი ბიზნესისთვის აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში“ – ამ დასახელებით გაიმართება საერთაშორისო ბიზნეს კონფერენცია თბილისში, რომელსაც საქართველოს ბიზნესომბუდსმენი უმასპინძლებს.ღონისძიება 11 ოქტომბერს ბიზნესომბუდსმენის აპარატის ორგანიზებით გაიმართება. როგორც Report,ge-ს ბიზნესომბუცმენის აპარატიდან აცნობეს, განხილული იქნება ბიზნესის უფლებების დაცვის მექანიზმები და საერთაშორისო გამოცდილება, ასევე, კორპორაციული პასუხისმგებლობის მნიშვნელობა ბიზნეს სექტორის განვითარებისთვის. კონფერენციის ფარგლებში საქართველოს ეწვევიან პოლონეთის, უკრაინის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ალბანეთის და უზბეკეთის ბიზნესომბუდსმენები. ასევე, ღონისძიებას დაესწრებიან მაღალი დონის სტუმრები OECD-დან ანტიკორუფციული ქსელის მენეჯერი - ოლგა სავრანი და მსოფლიო ბანკის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) გლობალური საინვესტიციო ჯგუფის ხელმძღვანელი ივან ანტონ ნიმაკი.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება უზბეკეთის, ყაზახეთის, ალბანეთის და პოლონეთის ბიზნესომბუდსმენების ოფისთან. როგორც ბიზნესაპარატში აცხადებენ, შეხვედრაზე მოხდება გამოცდილების და ცოდნის გაზიარება, ქეისების გაცნობა. მათივე ცნობით, 2018 წელს ჩვენთან შემოსული განცხადებების 42% უცხოელი ინვესტორების მონაწილეობით ბიზნესიდან იყო შემოსული. მათ შორის, გვქონდა ქეისები უკრაინის, ყაზახეთის და ყირგიზეთის წარმომადგენლებისგან. რამდენიმე მათგანი წარმატებით არის დასრულებული, ხოლო ზოგიერთი მათგანი მიმდინარეა.

შეხვედრაზე ბიზნესომბუცმებნი ყურადღებას გაამახვილებს ბიზნესის უფლებების დაცვაზე, რომელიც მოიცავს ბიუროკრატიული ბარიერების, ანტიკორუფციული, ბიზნესის კეთილსინდისიერების და ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებებს, მოხდება სტუმრებისთვის საქართველოს საინვესტიციო გარემოს პრეზენტაცია, იმ უპირატესობების წარმოჩენა, რომელთა შესახებაც მათ შეუძლიათ შემდეგ გაავრცელონ ინფორმაცია საკუთარ ქვეყნებში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system