თავში

ელექტროენერგიის ბაზრის ახალ წესებზე ბიზნესმა იმსჯელა

ელექტროენერგიის ბაზრის ახალ წესებზე ბიზნესმა იმსჯელა
ელექტროენერგიის ბაზრის ახალ წესებზე ბიზნესმა იმსჯელა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ენერგეტიკის კომიტეტის ფარგლებში, ელექტროენერგეტიკული ბაზრის მომავალი მოდელი და მასთან დაკავშირებული ფუნდამენტური რეფორმის დეტალები განიხილეს.

შეხვედრაზე ასოციაციის წევრ კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მოესმინათ ინფორმაცია ელექტროენერგიის ბაზრის წესების პროექტის შესახებ, რომელიც ამჟამად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით სემეკში განიხილება და განსაზღვრავს ელქტროენერგეტიკული ბაზრის მოწყობის პრინციპებს. აღნიშნული რეფორმა ერთნაირად მნიშვნელოვანია, როგორც ელექტროენერგიის წარმოება, გადაცემასა და განაწილებაში ჩართული კომპანიებისთვის, ასევე ყველა საბოლოო მომხმარებლისთვის, რომელთა ნაწილსაც მომავალში მოუწევს პირდაპირ მომხმარებლად დარეგისტრირება და ელექტროენერგიის ენერგეტიკულ ბირჟაზე შეძენა.

„რეფორმა იმდენად ფუნდამენტური და მნიშვნელოვანია, რომ აუცილებელია, ბაზრის მონაწილეების მაქსიმალური ჩართულობა: მათი, ვისაც უკვე უწევს შესაბამის პლატფორმაზე ელექტროენერგიის გაყიდვა და შეძენა და იმათიც, ვისაც რამდენიმე წელიწადში აღნიშნული ვალდებულება გაუჩნდებათ. მთავარია, რომ უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ბაზარი იმუშავებს სატესტო რეჟიმში და ამის შემდეგ კიდევ ერთხელ იქნება შესაძლებელი მივუბრუნდეთ დოკუმენტს აუცილებელი კორექტივების შესატანად“, - განაცხადა შეხვედრის დასასრულს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ასოციაციის ინფორმაციით, შეხვედრას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანია, ენერგეტიკული ბირჟის დირექტორი, ირინა მილორავა, სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის რეაბილიტაციის მმართველი, უჩა უჩანეიშვილი და ესკოს გენერალურ დირექტორთან, ზაზა დვალიშვილი ესწრებოდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system