თავში

ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ტარიფები დადგინდა

ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ტარიფები დადგინდა
ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ტარიფები დადგინდა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ (სემეკი)  სატარიფო მეთოდოლოგიების საფუძველზე, 2021-2025 წლების პერიოდისთვის ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ტარიფები დაადგინა.

სემნეკის ცნობით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფი 2021-2023 წლებისთვის შეადგენს 1.381 თეთრი/კვტსთ-ს, ხოლო 2024-2025 წლებისთვის - 1.462 თეთრი/კვტსთ-ს. ამჟამად მოქმედი ტარიფია 1.013 თეთრი/კვტსთ. უწყების ინფორმაციით სს„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ტარიფი 2021-2023 წლებისთვის განისაზღვრა 0.388 თეთრი/კვტსთ-ის ოდენობით, ხოლო 2024-2025 წლებისთვის - 0.436თეთრი/კვტსთ-ის ოდენობით. ამ ეტაპზე მოქმედი ტარიფია 0.412 თეთრი/კვტსთ. ასევე, შპს „ენერგოტრანსის“ ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფმა 2021-2023 წლებისთვის შეადგინა 0.637 თეთრი/კვტსთ, ხოლო 2024-2025 წლებისთვის - 0.656 თეთრი/კვტსთ. ამ ეტაპზე მოქმედი ტარიფია 0.380 თეთრი/კვტსთ.

სს გეს „საქრუსენერგოსთვის“ ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფი 2021-2023 წლებისთვის განისაზღვრა 0.314 თეთრი/კვტსთ-ით, 2024-2025 წლებზე - 0.298 თეთრი/კვტსთ-ით. ამ ეტაპზე მოქმედი ტარიფია 0.278 თეთრი/კვტსთ.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system