თავში

ელექტროენერგიის იმპორტი 117%-ით გაიზარდა

ელექტროენერგიის იმპორტი 117%-ით გაიზარდა
ელექტროენერგიის იმპორტი 117%-ით გაიზარდა

ადგილობრივი ენერგოგენერაციის კლების ფონზე საქართველოში 117%-ით გაიზარდა ელექტროენერგიის იმპორტი. მთლიანობაში წელს იანვარ-აპრილში დენის იმპორტმა 1.69 მილიარდი კილოვატ საათი შეადგინა, რაც მოხმარებული ელექტროენერგიის 37.5% იყო. ამის შესახებ ირკვევა საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) იანვარ-აპრილის მონაცემებიდან. დენის იმპორტის დიდი ნაწილი, 924 მილიონი კილოვატ საათი აფხაზეთში რუსული ელექტროენერგიის იმპორტია მასში საქართველოს ფული არ გადაუხდია.

2021 წლის იანვარ-აპრილში ქვეყნების მიხედვით, ელექტროენერგიის იმპორტი 2021 წლის 4 თვეში ასე ნაწილდება:

● რუსეთიდან - 1.037 მილიარდი კილოვატ საათი (მათ შორის აფხაზეთისთვის 924 მილიონი კილოვატ საათი);
● აზერბაიჯანი - 499 მილიონი კილოვატ საათი;
● თურქეთი - 161.2 მილიონი კილოვატ საათი.

ბოლო 10 წელში ელექტროენერგიის იმპორტი 10-ჯერ გაიზარდა.  საქართველოს დენის სამთვიანი იმპორტი 31,68 მლნ აშშ დოლარი დაუჯდა. ბოლო 5 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის იმპორტისთვის საქართველოდან 300 მლნ აშშ დოლარზე მეტი გავიდა. საქართველოს დენის ოთხწლიანი იმპორტი 285 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ელექტროენერგიის მზარდი დეფიციტი აქვს, რაც განპირობებულია იმით, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის ტემპს ვერ ეწევა ქვეყნის შიგნით ახალი გენერაციის ობიექტების მშენებლობის ტემპი. საქართველო წლიურად ელექტროენერგიის იმპორტზე დაახლოებით 12%-ითაა დამოკიდებული., ხოლო ზამთრის პერიოდში, როდესაც მდინარეებში წყლის მოდინება მცირეა, იმპორტდამოკიდებულება 70%-მდეც კი იზრდება.

საქართველო ელექტროენერგიას რუსეთისგან, აზერბაიჯანისგან და თურქეთისგან ყიდულობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system