თავში

ელექტროენერგიის იმპორტის ნახევარზე მეტი თურქეთზე მოდის

ელექტროენერგიის იმპორტის ნახევარზე მეტი თურქეთზე მოდის
ელექტროენერგიის იმპორტის ნახევარზე მეტი თურქეთზე მოდის

2019 წელს საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი წინა წელთან შედარებით 7.8%-ით გაიზარდა და 6.7-ჯერ გადააჭარბა ექსპორტს.

როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2019 წლის საქმიანობის ანგარიშშია აღნიშნული, 2019 წელს ელექტროენერგიის იმპორტის 68% თურქეთიდან განხორციელდა, იმპორტირებული ელექტროენერგიის 32% კი რუსეთზე მოდის.

ელექტროენერგიის ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი (46%) განხორციელდა თურქეთში, რუსეთში – 24%, სომხეთში – 24%, ხოლო 5% – აზერბაიჯანში.

ცნობისთვის, იმპორტის მნიშვნელოვანი რაოდენობა წინა წლებში (2017 წელს 61% და 2018 წელს 82%) აზერბაიჯანიდან ხორციელდებოდა. 

სემეკის მიხედვით, 2019 წელს ელექტროენერგიის იმპორტმა 1,627 მლნ.კვტ.სთ შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 7.8%-ით მეტია, ხოლო 2017 წლის მაჩვენებელზე – 8.7%-ით მეტი. 

რაც შეეხება ექსპორტს, 2019 წელს საქართველოდან ექსპორტირებულ იქნა 243 მლნ.კვტ.სთ ელექტროენერგია, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 2.5-ჯერ ნაკლებია. როგორც საანგარიშო წელს, ისე წინა წლებში, უმეტესი ნაწილი ხორციელდება თურქეთში.

სემეკის ინფორმაციით, 2019 წელს ელექტროენერგიის წარმოება წინა წელთან შედარებით 2.6%-ით შემცირდა. სემეკის ინფორმაციით, 2010-2019 წლების მონაცემებზე დაყრდნობით, ყოველწლიურად საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება საშუალოდ 3.6%-ით, ხოლო შიდა მოხმარება 4.4%-ით იზრდება .

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system