თავში

ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურის ტექნიკური გამართულობის საკითხს შეისწავლიან

ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურის ტექნიკური გამართუ
ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურის ტექნიკური გამართულობის საკითხს შეისწავლიან

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - "აფბა"  ელექტროენერგიის მაღალი ძაბვის გადამცემი ინფრასტრუქტურის საიმედოობისა და ტექნიკური გამართულობის საკითხის შესწავლას იწყებს. ორგანიზაციის განმარტებით, ენერგოუსაფრთხოების და ენერგოდამოუკიდებლობის კონტექსტში ტექნიკურად გამართულ გადამცემ ქსელს უმნიშვნელოვანესი დატვირთვა აქვს, დეტალურად უნდა იქნას შესწავლილი ელექტროენერგიის მაღალი ძაბვის გადამცემი ინფრასტრუქტურის საიმედოობა. მათივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ელექტროენერგიის იმპორტ/ექსპორტის დროს მაქსიმალურად თავიდან იქნას აცილებული ავარიები და შემცირდეს ამ ავარიების შედეგად გამოწვეული ელექტროენერგიის დანაკარგები.

"აღნიშნულის ფარგლებში, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ მოუწოდებს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ (სსე) და საჯარო ინფორმაციის გაცემის წესის შესაბამისად, ასევე მიაწოდოს ინფორმაცია – 2016-2021 წლებში მაღალი ძაბვის გადამცემ ქსელზე მომხდარი ავარიების რაოდენობის შესახებ. მათ შორის, მეზობელ ქვეყნებთან დამაკავშირებელ მაღალი ძაბვის გადამცემ ქსელზე მომხდარი ავარიების შესახებ ინფორმაცია. მნიშვნელოვანია, რომ მოწოდებულ ინფორმაციაში დეტალურად იქნეს მითითებული ყოველი ავარიის კონკრეტული თარიღი (დღე, თვე, წელიწადი)," - აცხადებენ "აფბაში". 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system