თავში

ელექტროენერგიის მოხმარება 3,3%-ით გაიზარდა

​ელექტროენერგიის მოხმარება 3,3%-ით გაიზარდა
ელექტროენერგიის მოხმარება 3,3%-ით გაიზარდა

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკოს) ელექტროენერგიის ბალანსის მიხედვით, 2021 წლის მარტის თვეში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 16,8 %-ით გაიზარდა და 1,226 მლრდ კვტ.სთ შეადგინა. 2020 წლის მარტში ეს მაჩვენებელი 1,05 მლრდ კვტ.სთ იყო.წელს იანვარ-მარტის პერიოდში, ელექტროენერგიის მოხმარება ქვეყანაში საშუალოდ 3,3%-ით გაიზარდა და 3,47 მლრდ კვტ.სთ-ს მიაღწია, ხოლო ეს მაჩვენებელი 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში 3,36 მლრდ კვტ.სთ-ს შეადგენდა.ცნობისთვის, 2020 წელს ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა, რაც განპირობებული იყო COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებით.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system