თავში

ელექტროენერგიის მოხმარება 34.5%-ით გაიზარდა

ელექტროენერგიის მოხმარება 34.5%-ით გაიზარდა
ელექტროენერგიის მოხმარება 34.5%-ით გაიზარდა

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება და წარმოება იზრდება. 

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) სტატისტიკური მონაცემებით, 2021 წლის სექტემბერში ქვეყანამ მთლიანად 1256.658 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 34,5%-ით მეტია.

ამასთან, გაიზარდა ელექტროენერგიის გენერაციაც. კერძოდ, თუ 2020 წლის სექტემბერში საქართველოში სულ გამომუშავებული იქნა 876.917 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია, წელს ანალოგიურ პერიოდში ამ მაჩვენებელმა 1100.731 მლნ კვტ-სთ შეადგინა, ზრდა 25,5%-ია.

წელს სექტემბერში ჰესებმა ჯამში 947.506 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, თბოსადგურებმა - 146.133 მლნ კვტ-სთ, ქართლის ქარის სადგურმა კი 7.092 მლნ კვტ-სთ.

ამასთან, ქვეყანაში ელექტროენერგიის იმპორტი მინიმუმ მაჩვენებელზეა. წელს სექტემბერში ქვეყანამ მხოლოდ 0.150 მლნ კვტ-სთ დენი იყიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system