თავში

ელექტროენერგიის მოხმარება და ექსპორტი შემცირდა

ელექტროენერგიის მოხმარება და ექსპორტი შემცირდა
ელექტროენერგიის მოხმარება და ექსპორტი შემცირდა

საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი შემცირდა. 

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, 2020 წლის 9 თვეში საქართველოდან დაექსპორტდა 152 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია, რაც 2019 წლის 9 თვის მონაცემთან შედარებით 36%-ით ნაკლებია. 

ექსპორტის შემცირების მთავარ მიზად ადგილობრივი გენერაციის კლება და მეზობელ ქვეყნებში ელექტროენერგიის მოთხოვნის კლება სახელდება. 

მოთხოვნა ელექტროენერგიაზე შემცირებულია საქართველოშიც. წელს საქართველოს მიერ მოხმარებული ელექტროენერგია 8.95 მილიარდი კილოვატ საათს შეადგენს, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 615 მილიონი კილოვატ საათით ნაკლებია. 

2020 წლის 9 თვეში ქვეყანამ 6.4%-ით ნაკლები ელექტროენერგია მოიხმარა, ვიდრე 2019 წლის 9 თვეში.

ცნობისთვის, ელექტროენენრგიის მოხმარების კლება, როგორც წესი, ეკონომიკის შემცირების კლების სიგნალია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system