თავში

ელექტროენერგიის შესაძლო გაძვირებას თურნავა განმარტავს

ელექტროენერგიის შესაძლო გაძვირებას თურნავა განმარტავს
ელექტროენერგიის შესაძლო გაძვირებას თურნავა განმარტავს

"დარწმუნებულები ვართ, რომ სემეკი მიიღებს დაბალანსებულ, ოპტიმალურ გადაწყვეტილებას,"- ასეთი პასუხი აქვს ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო ზრდასთან დაკავშირებით. 

მინისტრის თქმით, ელექტროენერგიის ტარიფის დადგენა სემეკის პრეროგატივაა.

„გასაგებია, რომ კრიზისი განსაკუთრებით ფინანსური კრიზისი პანდემიის დროს ბევრ კომპანიას შეეხო. რაც შეეხება ელექტროენერგიის ტარიფებს, იცით რომ საქართველოში კანონმდებლობის თანახმად, ტარიფების დადგენას დამოუკიდებელი რეგულატორი, სემეკი ახორციელებს, რომელიც თავისი მეთოდოლოგიით ხელმძღვანელობს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ სემეკი მიიღებს დაბალანსებულ, ოპტიმალურ გადაწყვეტილებას, რომელიც ერთი მხრივ, მომხმარებლის უფლებებს დაიცავს, მეორე მხრივ, ენერგო კომპანიებს საშუალებას მისცემს, რომ უსაფრთხოდ მიაწოდონ ელექტროენერგია მოსახლეობას და კომპანიებს, ჩვენ არ ჩავერევით მათ კომპეტენციაში. დაველოდოთ მოვლენებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

„ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ელექტროენერგიის გაძვირება დააანონსა. 

ელექტროენერგიის ახალი ტარიფები ხვალ დადგინდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system