თავში

სემეკმა ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების კომპანიებს ახალი ტარიფები დაუდგინა

ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების კომპანიებს ახალი ტარიფები დაუდგინა
სემეკმა ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების კომპანიებს ახალი ტარიფები დაუდგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, სემეკის, თავმჯდომარე დავით ნარმანია ფიქრობს, რომ სემეკმა ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, კომპანიები კომისიის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო არიან, რადგან ისინი ტარიფის კიდევ უფრო მეტ ზრდას  ითხოვდნენ.

„საინვესტიციო მიმართულებით ტარიფში სამომავლოდ აუცილებელი ისეთი პროექტები ავსახეთ, რომელიც ითვალისწინებს მოძველებული ინფრასტრუქტურის განახლებას, ასევე განვითარების ნაწილში დამატებითი სიმძლავრეების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ პროექტებს. კომპანიები არიან უკმაყოფილო იმიტომ, რომ არ მოხდა მათ მიერ წარმოდგენილი ყველა ხარჯის და პროექტის გათვალისწინება. ყველა წარმოდგენილი ხარჯი და პროექტი რომ გაგვეთვალისწინებინა მინიმუმ 1.5-ჯერ მეტი იქნებოდა ტარიფი, რომლის დადგენაც მოგვიწევდა. ჩვენ ობიექტური აუცილებლობიდან გამოვედით და არ გავცდით ჩვენს მიერ დადგენილ წესებს. ჩემი აზრით, ამ ეტაპისთვის ოპტიმალური გადაწყვეტილება მივიღეთ“,-აღნიშნა ნარმანიამ.

ამ ეტაპზე სემეკის მიერ სამომხმარებლო ტარიფი დადგინდა 6 თვით, თუმცა მას შემდეგ, რაც „თელასისგან“ და „ენერგო პრო ჯორჯიასგან“ გამოიყოფა ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები, ზაფხულში ტექნიკური ცვლილება მოხდება, რაც ტარიფებზე რაიმე გავლენას არ იქონიებს.

ცნობისთვის, სემეკმა „თელასის“ და „ენერგო პრო ჯორჯიას“ ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფი დაამტკიცა. საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3.5 თეთრით იზრდება.

წყალი კი სამ ქალაქში გაძვირდა.

სემეკმა, დღეს, 29 დეკემბრის საჯარო სხდომაზე სს „თელასის“, სს „ენერგო პრო ჯორჯიას“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „რუსთავის წყალის“ მომართვების საფუძველზე სამომხმარებლო ტარიფები დაადგინა. სემეკის მიერ დადგენილი ტარიფები ასახავს მხოლოდ იმ მიზანშეწონილ ხარჯებს, რაც წარმოადგენს აუცილებელ საჭიროებას ელექტროენერგიისა თუ სასმელი წყლის საიმედო და შეუფერხებელი მიწოდებისთვის.

ტარიფები ძალაში შევა 2021 წლის 1 იანვრიდან.

ახალი საკანონმდებლო მოთხოვნის შესაბამისად, 2021 წლის 1 ივლისიდან შეიცვლება ელექტროენერგიის ტარიფის სტრუქტურა. „გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების წესების“ მიხედვით, მოხდება სს „თელასისა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ საქმიანობების განცალკევება, კერძოდ, ერთი კომპანია აღარ განახორციელებს მიწოდებისა და განაწილების საქმიანობებს. აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე, მიწოდების ტარიფი 29 დეკემბრის სხდომაზე სემეკის მიერ დადგინდა 2021 წლის 1 ივლისამდე, თუმცა აღნიშნული ცვლილება არსებული პირობების ფარგლებში, დღეს დადგენილ სამომხმარებლო ტარიფზე გავლენას არ იქონიებს.

ელექტროენერგიის ტარიფების მოქმედების ვადა განსაზღვრულია 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ახალი სამომხმარებლო ტარიფები

საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის დღგ-ს ჩათვლით:

0 კვტ.სთ-დან - 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით - 17.731 თეთრი/კვტ.სთ

101 კვტ.სთ-დან - 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით - 21.707 თეთრი/კვტ.სთ

301 კვტ.სთ-დან - - 26.227 თეთრი/კვტ.სთ

არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელთა ტარიფები დღგ-ს ჩათვლით:

110-35 კვ. - 28.267 თეთრი/კვტ.სთ

10-6-3.3 კვ. - 30.879 თეთრი/კვტ.სთ

0.4 კვ. – 31 960 თეთრი/კვტ.სთ

სს „თელასის“ ახალი სამომხმარებლო ტარიფები

საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის დღგ-ს ჩათვლით:

0 კვტ.სთ-დან - 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით - 18.041 თეთრი/კვტ.სთ

101 კვტ.სთ-დან - 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით - 22.053 თეთრი/კვტ.სთ

301 კვტ.სთ-დან - - 26.537 თეთრი/კვტ.სთ

არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელთა ტარიფები დღგ-ს ჩათვლით:

110-35 კვ. - 27.37 თეთრი/კვტ.სთ

10-6-3.3 კვ. – 29.646 თეთრი/კვტ.სთ

0.4კვ. – 32.931 თეთრი/კვტ.სთ

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „რუსთავის წყლის“ სამომხმარებლო ტარიფების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2021 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ახალი სამომხმარებლო ტარიფები

საყოფაცხოვრებო ტარიფები დღგ-ს ჩათვლით:

გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის - 0.5 თეთრი/მ3

გაუმრიცხველიანებელი (სულადობრივი) - 4.518 ლარი/სულზე/თვეში

არასაყოფაცხოვრებო ტარიფები დღგ-ს ჩათვლით - 6.503 ლარი/მ3

შპს „რუსთავის წყლის“ ახალი სამომხმარებლო ტარიფები

საყოფაცხოვრებო ტარიფები დღგ-ს ჩათვლით:

გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის - 0.5 თეთრი/მ3

გაუმრიცხველიანებელი (სულადობრივი) - 3.004 ლარი/სულზე/თვეში

არასაყოფაცხოვრებო ტარიფები დღგ-ს ჩათვლით - 3.703 ლარი/მ3

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system