თავში

ელექტრომობილების იმპორტი საქართველოში კვლავ დაბალია

ელექტრომობილების იმპორტი საქართველოში კვლავ დაბალია
ელექტრომობილების იმპორტი საქართველოში კვლავ დაბალია

საქართველოში ნახშირორჟანგის (CO2) გამოყოფა საქართველოში მსგავს ქვეყნებთან შედარებით სწრაფად იზრდება, რაც ეკო-მობილობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ამის შესახებ აღნიშნულია galt and taggart-ის საავტომობილო ბიზნესის მიმოხილვაში. კვლევა აჩვენებს, რომ ნახშიროჟანგი (CO2) სათბურის აირების ემისიის (greenhouse gas emissions) დაახლოებით 70%-80%-ს შეადგენს, CO2-ის ემისიის 65-70% კი ავტომობილებზე მოდის.

ცნობისთვის, 2017 წელს საქართველო კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმებას შეუერთდა, რითაც საქართველომ 2030 წლისათვის სათბურის აირების ემისიების 15%-25%-ით შემცირება დაისახა მიზნად.

ამ ეტაპზე ქვეყანაში აშკარაა ჰიბრიდულ ავტომობილებზე მოთხოვნის ზრდა, ელექტრომობილების იმპორტი კი კვლავ დაბალია. 2017 წლიდან საწვავზე და ავტომობილებზე გაზრდილი აქციზის გადასახადებისა და 0-6 წლის ჰიბრიდებზე 60%-ით დაბალი აქციზის გადასახადის გავლენა არც ისე უმნიშვნელოა. 

Galt & Taggart-ის შეფასებით, მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც ელექტრომობილების ზრდას 4 ძირითადი ბარიერი უშლის ხელს: მაღალი ფასი, გადაადგილების შეზღუდული დიაპაზონი, დასატენი ინფრასტრუქტურის ნაკლებობა და მოდელების შეზღუდული არჩევანი.

საშუალოვადიან პერსპექტივაში Galt & Taggart-ის განმარტებით, რომ ეს ბარიერები აღმოფხვრება, რამდენადაც ელექტრომობილების ფასები სწრაფად უტოლდება შიდაწვის ძრავიანი ავტომობილების ფასებს; 2020 წელს ელექტრომობილებს ერთი დამუხტვის შედეგად 475 კმ-ს გავლა შეუძლიათ, 2011 წელს კი 100 კმ-ის გავლა შეეძლოთ.

ორგანიზაცია განმარტავს, რომ საქართველოში ელექტრომობილების წილი მანქანების ჯამურ გაყიდვებში მსოფლიო ტრენდებს შეესაბამება, მაგალითად, 2019 წელს საქართველოსა და მსოფლიოში გაყიდული მანქანების 2.5% ელექტრომობილები იყო (პლაგ-ინ ჰიბრიდების ჩათვლით). მთლიანობაში კი ელექტრომობილების ზრდას ხელი შეუწყო საწვავზე და ძველ ავტომობილებზე აქციზის გადასახადის ზრდამ 2017 წლიდან და ელექტრომობილებზე აქციზის გადასახადის გაუქმებამ 2011 წლიდან.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს პროგნოზით, მსოფლიოში ელექტრომობილების წილი მანქანების ჯამურ გაყიდვებში 32%-მდე გაიზრდება 2030 წლისთვის.

2019 წლისთვის მსოფლიოში დაახლოებით 280 ელექტრომობილის მოდელი იყო ხელმისაწვდომი (+26% წ/წ). 2025 წლისთვის ავტომწარმოებლები 197 ახალი მოდელის გამოშვებას გეგმავენ.

მსოფლიოში ელექტრომობილების პარკის ზრდასთან ერთად იზრდება დასატენი სადგურების რაოდენობაც. მაგალიღად,  ევროპაში ელექტრომობილის დასატენი საჯარო სადგურები მრავლადაა, ნორვეგიასა და აშშ-ში სიმცირეა, თუმცა ამ ქვეყნებში მაღალია კერძო დამტენების რაოდენობა. საქართველოშიც დასატენი სადგურების სიმცირეა. 2020 წლის დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ 2 485-ზე მეტი ელექტრომობილია რეგისტრირებული, რაც კომპანია E-Space-ის მონაცემებით, რეგიონში ერთ სულ მოსახლეზე საუკეთესო შედეგია. ამ დროისთვის საქართველოში 150-ზე მეტი დამტენია დამონტაჟებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system