თავში

ელექტრომობილის ფლობის ხარჯი მაღალია

ელექტრომობილის ფლობის ხარჯი მაღალია
ელექტრომობილის ფლობის ხარჯი მაღალია

მიუხედავად ელექტრომობილის ეკონომიურობისა (ნაკლები საწვავის + შეკეთების ხარჯები), ელექტრომობილის ფლობის ჯამური დანახარჯი მნიშვნელოვნად აღემატება შიდა წვის ძრავიანი ავტომობილების დანახარჯს, საწყისი მაღალი ფასის გამო. ამის შესახებ აღნიშნულია galt and taggart-ის საავტომობილო ბიზნესის მიმოხილვაში. კვლევაში შედარებულია Hyundai Ioniq-ის ელექტრომობილის საცალო ფასი და Hyundai Ioniq ჰიბრიდის ფასი. 

"Hyundai Ioniq (2020 წლის მოდელი) ელექტრომობილის საცალო ფასი 36,500 აშშ დოლარია, რაც 1.6-ჯერ აღემატება Hyundai Ioniq ჰიბრიდის ფასს (22,900 აშშ დოლარი) 2021 წლის იანვრის მდგომარეობით," - ვკითხულობთ კვლევაში. 

Bloomberg New Energy Finance-ის პროგნოზით, ელექტრომობილის ფასები შიდა წვის ძრავიანი ავტომობილების ფასებს გაუტოლდება 2024 წლისთვის აშშ-ში, 2026 წლისთვის ჩინეთში და 2027 წლისთვის ევროპაში. მათივე განმარტებით, ფასების გათანაბრება მოსალოდნელია ბატარეის ფასების შემცირებით - ბატარეას ელექტრომობილის წარმოების ხარჯებში ყველაზე დიდი წილი უჭირავს.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს პროგნოზით, 2025 წლისთვის მსოფლიოში ავტომობილების გაყიდვების 18% (25 მლნ მანქანა) ელექტრომობილი იქნება, 2030 წლისთვის კი 32% (46 მლნ მანქანა).

რაც შეეხება საქართველოს, galt and taggart-ის დასკვნით, საქართველოში ელექტრომობილების წილი მანქანების ჯამურ გაყიდვებში მსოფლიო ტრენდებს შეესაბამება. 2019 წელს საქართველოსა და მსოფლიოში გაყიდული მანქანების 2.5% ელექტრომობილები იყო (პლაგ-ინ ჰიბრიდების ჩათვლით). მათივე ინფორმაციით, 2019 წელს ელექტრომობილების გაყიდვების 91% სამ ძირითად ბაზარზე (აშშ, ჩინეთი, ევროპა) მოდიოდა. 

გლობალურად, ელექტრომობილების გაყიდვების დიდი ნაწილი განპირობებულია სახელმწიფო ხელშეწყობით (სუბსიდიები, საგადასახადო შეღავათები). საქართველოში ელექტრომობილების ზრდას ხელი შეუწყო საწვავზე და ძველ ავტომობილებზე აქციზის გადასახადის ზრდამ 2017 წლიდან და ელექტრომობილებზე აქციზის გადასახადის გაუქმებამ 2011 წლიდან. 

საქართველოში ელექტრომობილების დასატენი სადგურების ნაკლებობაა, საჭიროა მათი რაოდენობის გაზრდა ელექტრომობილების ზრდის პარალელურად

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system