თავში

ელექტრონული ფულის მომავალი საქართველოში

ელექტრონული ფულის მომავალი საქართველოში
ელექტრონული ფულის მომავალი საქართველოში

ანალიტიკოსი ნიკა შენგელია აცხადებს, რომ სულ ცოტა დროა დარჩენილი და ნაღდი ფული მიმოქცევიდან შეიძლება თითქმის გაქრეს. 

,,მიმაჩნია, რომ ელექტრონულ ფულს დიდი მომავალი აქვს. მომდევნო 5-6 წელიწადში შეიძლება კომერციულმა ბანკებმა პოზიციებიც დაკარგონ, თუ ელექტრონული ფული შემოვა ბაზარზე. ცხადია, ამაში კრიპტოვალუტებს არ ვგულისხმობ. შემოდის ახალი ელექტრონული ფული, რომელიც ქაღლადის ფულის მიმოქცევას საგრძნობლად ჩაანაცვლებს. არ გამოვრიცხავ, ახლაც ამ ეტაპისთვის ვემზადებით", - აცხადებს report.ge-თან შენგელია. 

საპირისპირო მოსაზრებისაა საბანკო სფეროს სპეციალისტი გოჩა თუთბერიძე, რომელიც ფიქრობს, რომ ნაღდი ფულის მიმოქცევის არეალი ძირითადად რეგიონები იქნებიან. ქალაქში მისი მოხმარება შემცირდება, თუმცა ვერ გაქრება თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ პლასტიკურ ბარათებზე დაწესებული საკომისიოები მომხმარებლების გარკვეული კატეგორიისთვის მიუღებელია.

,,შესაძლებელია, რომ ნაღდი ფულის გამოყენება შემცირდეს, მაგრამ ის, რომ საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების სისტემა დამკვიდრდება, ეს წარმოუდგენელია. შემცირება კი შორეულ პერსპექტივაში ისედაც მოსალოდნელია ტექნოლოგიების განვითარების შესაბამისად, ისიც იმ შემთხვევაში, თუ პლასტიკური ბარათების გამოყენება საკომისიოების გარეშე იქნება შესაძლებელი. ნაღდი ფულის ჩანაცვლების შესაძლებლობა მხოლოდ ამ შემთხვევაში მესახება რეალურად. შეიძლება, ელექტრონული ფულის მასიურად გამოყენება თეორიულად დასაშვებია, მაგრამ პრაქტიკაში ამის განხორციელება მარტივად ვერ იქნება შესაძლებელი", - აცხადებს თუთბერიძე.

მისი განმარტებით, ელექტრონული ფული – ეს არის ვირტუალური ფულის ერთეული, გადახდის საშუალება, რომელიც არსებობს მხოლოდ ელექტრონულად სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში ჩანაწერის სახით. იგი დღეისთვის ძირითადად გამოიყენება ინტერნეტის ქსელში, რომლის მეშვეობითაც შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერი სახის ანგარიშსწორება თუმცა შეიძლება მისი არსებობა ინტერნეტის გარეშეც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system