თავში

"ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონპროეტს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა

"ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონპროეტს
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონპროეტს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახი ბექაურმა მეორე მოსმენით განსახილველად გამოიტანა კანონპროექტი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

კამათის მთავარ საგანს დროებითი მმართველის ინსტიტუტი წარმოადგენს, რომლის დანიშვნის გადაწყვეტილების უფლება მარეგულირებელ კომისიას აქვს.

კომისიის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღება, თუ გაფრთხილება და სამი სანქცია კომპანიის მიერ დარღვევების გამოსასწორებლად საკმარისი არ იქნება.

მომხსენებლის თქმით, „პირველ მოსმენამდე კანონპროეტთან დაკავშირებით სამი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრებზე გამოთქმული შენიშვნების და შესწორებების ნაწილის ასახვა მოესწრო პირველი მოსმენით განხილვამდე, დღეს, მეორე მოსმენით წარმოდგენილ პროექტში ასახულია პირველი მოსმენისას და მანამდეც გამოთქმული ყველა შენიშვნა“.

ამდენად, დროებითი მმართველის მექანიზმი საბოლოო ვერსიაში წარმოდგენილია შემდეგნაირად, რომ კონცენტრაციის საკითხებზე და 2 სპეციფიკური ვალდებულების - თავისუფალი დაშვების და სატარიფო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შეიძლება ჩაირთოს, ისიც, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმებისა და სანქციების შემდეგ.

კანონპროექტის მუხლობრივი განხილვის და კითხვა-პასუხის ამოწურვის შემდეგ კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილული საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას. 

კანონპროექტების განხილვაში ბიზნესის ასოციაციის და დაინტერესებული კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

“ყველამ უნდა გაითავისოს, რომ სადაც ჩნდება სახელმწიფოს პასუხისმგებლობა კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელ კომპანიებთან დაკავშირებით, იქ ჩნდება უფლებამოსილებაც,” - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა დღეს დარგობრივი ეკონომიკის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„საქართველოს კანონმდებლობა უნდა აღსრულდეს, ყველამ უნდა გაითავისოს, რომ კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან გვაქვს საქმე. როცა კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელ კომპანიებთან გვაქვს საქმე, აქ სახელმწიფოს როლი და პასუხისმგებლობაც შემოდის, იმიტომ, რომ ამ ყველა კომპანიას მილიონობით აბონენტი ჰყავს და მთელი საქართველოს ეკონომიკა მაღალტექნოლოგიური დარგია, რომელიც ეფუძნება მთლიანად ტექნოლოგიურ განვითარებას. ამიტომ, უნდა გაითავისოს ყველამ, რომ სადაც ჩნდება სახელმწიფოს პასუხისმგებლობა კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელ კომპანიებთან დაკავშირებით, იქ ჩნდება უფლებამოსილებაც, იმიტომ რომ პასუხისმგებლობა არ არსებობს უფლებამოსილების გარეშე და სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ქმედითი ინსტრუმენტი, რათა თუ ეს მსხვილი კომპანიები არ ასრულებენ სახელმწიფო ვალდებულებას და კანონის მოთხოვნებს, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს საკუთარი გადაწყვეტილებები ამის ქმედითი აღსრულების, რომელიც ავალებს, შეასრულოს კანონი. ეს ქმედითი აღსრულების ინსტრუმენტია დროებითი მმართველი. კარგია, რომ ბოლოს გაითავისა ბიზნესმაც და შედგა კონსენსუსი და მათ შორის ამ პუნქტსაც ისინი დათანხმდნენ", - განაცხადა ბექაურმა.

როგორ შეცვლის ტელეკომ ბაზარს ცვლილებები, რომელიც კანონში შევა, იხილეთ აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system