თავში

ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ კანონზე კომპრომისი მიღწეულია

ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ კანონზე კომპრომისი მიღწეულია
ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ კანონზე კომპრომისი მიღწეულია

"შევძელით, მიგვეღწია კანონპროექტის კომპრომისული რედაქციისათვის," – ამის შესახებ საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებები განიხილეს.

ფხაკაძე განმარტავს, რომ რეგულატორი ავტორიზებული ლიცენზიის მფლობელ კომპანიაში ვერ დანიშნავს დროებით მმართველს სასამართლოს გარეშე. როგორც ფხაკაძემ განაცხადა, აღნიშნული ასევე ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა იყო ბიზნესის მხრიდან.

„საბოლოო ჯამში, გვინდა, აბსოლუტურად გულწრფელად დავაფიქსიროთ მადლიერება. გვინდა, რომ ეს წესი დაინერგოს, რომ ნებისმიერ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ბიზნესსა და ეკონომიკას, მაქსიმალურად გაიაროს კონსულტაციები ხელისუფლებამ ბიზნესთან. საბოლოო ჯამში, ეს ორივე მხარის გაძლიერებასა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

ცნობისთვის, კონსენსუსით კმაყოფილია კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეც. კახა ბექაურის თქმით, სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას ქვეყნის უსაფრთხოება, ეკონომიკური ინტერესები და რაც მთავარია მომხმარებლების უფლებები, ამისთვის კი კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე აღსრულების ეფექტური მექანიზმია საჭირო.

"სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს კონტროლის ეფექტური მექანიზმი, რათა კომპანიებმა მომხმარებლებს მობილურ და ინტერნეტ მომსახურებებზე არარეალურად მაღალი ფასები არ დაუწესონ. სატარიფო კონტროლის და აბონენტების ინტერესების დაცვას კი სახელწმიფოს კანონში არსებული ეფექტური მექანიზმის გარეშე ვერ შეძლებს,“- ამბობს ბექაური. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system