თავში

ელიავას ბაზრობის მომავალი ისევ გაურკვეველია

ელიავას ბაზრობის მომავალი ისევ გაურკვეველია
ელიავას ბაზრობის მომავალი ისევ გაურკვეველია

ელიავას ბაზრობის ბედი ისევ გაურკვეველია. თბილისის გენგეგმა ამ ტერიტორიას თავდაპირველად საქალაქო მნიშვნელობის პარკის მოწყობის პოტენციურ არეალად განიხილავდა.  როგორც გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა, მამუკა სალუქვაძემ  report.ge-ს განუცხადა, ამ ეტაპზე  პროექტზე მომუშავე ჯგუფის რეკომენდაციაა, ელიავას ბაზრობის გადატანის საკითხზე კვლევა ჩაატარდეს, რის საფუძველზეც მერიამ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

თუმცა თბილისის მერიას მსგავსი კვლევა ჯერჯერობით არ ჩაუტარებია. შესაბამისად, არ არის ჩამოყალიბებულის სტრატეგია, როგორ შეიძლება ელიავას ბაზრობის და მისი მიმდებარე ტერიტორია განვითარდეს. მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, პროექტი მერიაში ჯერ არ შესულა. შესაბამისად, ელიავას ბაზრობის ბედი ჯერჯერობით უცნობია.

მამუკა სალუქვაძის შეფასებით, შესასწავლია ელიავას ბაზრობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ეკოლოგიური და სოციალურ-ეკონომიკური საკითხი, რის გარეშეც პროექტი ვერ განხორციელდება. 

 ,,ელიავას ბაზრობის ტერიტორიის მიმართ გადაწყვეტილება დიდი სიფრთხილით არის მისაღები. პირველ რიგში, ამ არეალის საფუძვლიანად შესწავლა უნდა მოხდეს, ჩვენ გენგეგმაში აგლაძის ქუჩაც გვაქვს გათვალისწინებული. ამ ტერიტორიის ეკოლოგიური და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა შესასწავლია. განაშენიანების გეგმის შემუშავების საკითხი ჯერ არ არის გამოქვეყნებული, ამიტომ ინფორმაციას სრულად ვერ ვფლობთ. რამდენადაც ვიცი, მერიაც არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული. კერძო სექტორმა ამ ტერიტორიის განვითარების საკუთარი პროექტი წარადგინა, მაგრამ საბოლოოდ პოზიციები უნდა შეჯერდეს. ერთიანი გეგმაა შესამუშავებელი. რაც არ უნდა იდავონ, ფაქტია, რომ ქალაქის ცენტრში ელიავას ბაზრობის არსებობა იმ ფორმით, როგორადაც ის ფუნქციონირებს, დაუშვებელია", - აცხადებს მამუკა სალუქვაძე. 

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაშია ნათქვამია, რომ უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე ქალაქის ცენტრში, მდინარე მტკვრის ნაპირას ჩამოყალიბებული ელიავას ბაზრობა და მიმდებარე განვითარებები საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას და იწვევს არსებული საცხოვრებელი და ბუნებრივი გარემოს დეგრადირებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system