თავში

ელისაშვილი მმართველი გუნდისგან კომპრომისს ელოდება

ელისაშვილი მმართველი გუნდისგან კომპრომისს ელოდება
ელისაშვილი მმართველი გუნდისგან კომპრომისს ელოდება

"ქართული ოცნების" მხრიდან ველოდები ისეთ გონივრულ კომპრომისს, რომ პროტესტიც აღარ გაგრზელდეს და ქვეყანაც დამშვიდდეს", - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეს" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე შესვლამდე განაცხადა. 

მისი თქმით, მმართველი გუნდისგან ამ რაუნდში კონკრეტულ შეთავაზებებს ელიან. 

ადეკვატური წინადადებაა საჭირო მათი მხრიდან. კონკრეტულ შემოთავაზებას ველოდებით, ამისთვის ვართ მოსულები. იმედს დავიტოვებ და ვნახოთ, დანარჩენი უკვე არჩილ თალაკვაძეზეა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დგენანი "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის ლიდერებს რეზიდენციაში მასპინძლობსმოლაპარაკებებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ესწრება.
 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system