თავში

ემიგრანტები იტალიიდან საქართველოში დღეს დაბრუნდებიან

ემიგრანტები იტალიიდან საქართველოში დღეს დაბრუნდებიან
ემიგრანტები იტალიიდან საქართველოში დღეს დაბრუნდებიან

ემიგრანტების სამშობლოში დაბუნების მიზნით, დღეს შესრულდება ფრენა რომი-თბილისის მიმართულებით. 

საგარეო საქმთა სამინისტროს ინფორმაციით, მგზავრთა შორის არიან საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეები, ხანდაზმულები, ორსულები, სტუდენტები, შშმ პირები, ონკოლოგიური პაციენტები, ქრონიკული დაავადებებისა და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე ადამიანები.

ამავე რეისით, სამშობლოს დაუბრუნდება 11 ქართველი მეზღვაური და აგრეთვე მძიმე პაციენტი, საქართველოს მოქალაქე, რომელიც საელჩოს მიერ სპეციალურად დაქირავებული რეანომობილით ქალაქ მატერადან რომში გადმოიყვანეს.

საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 9474 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - ორგანიზებულად დაბრუნდა 6934 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system