თავში

ემიგრანტები სპეცრეისით დღეს ვარშავიდან დაბრუნდებიან

ემიგრანტები სპეცრეისით დღეს ვარშავიდან დაბრუნდებიან
ემიგრანტები სპეცრეისით დღეს ვარშავიდან დაბრუნდებიან

უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად გეგმური რეისების ფარგლებში დღეს შესრულდება ფრენა ვარშავა-თბილისის მიმართულებით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რეისით მოსარგებლე მგზავრთა შორის არიან საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეები, ორსული ქალბატონები, სტუდენტები და მძიმე დაავადებების მქონე პირები.

საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ სამშობლოში უკვე შესრულდა რეისები ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან, მათ შორის, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, ლარნაკადან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ ავივიდან, ბარსელონადან, ასევე აშშ-დან. აღნიშნული რეისებით სამშობლოში დაბრუნდნენ როგორც ამ ქალაქებში მყოფი თანამემამულეები, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი ქართველები.

27 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 15,393 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში, მთავრობის ხელშეწყობით, ორგანიზებულად დაბრუნდა 7,988 მოქალაქე. 

შეგახსენებთ, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს დავალებით, ევროპიდან საქართველოს მიმართულებით რეისებს კომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ ახორციელებს. საბჭოსვე მითითებით, ყველა ასეთ რეისზე ბილეთის ფასი არის 199 ევრო.

რეისები ხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესის სრული დაცვით და ყველა მგზავრი, რომელიც ჩამოვა საქართველოში, გაივლის 14-დღიან სავალდებულო კარანტინს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system