თავში

ემიგრანტების დაბრუნების რა შესაძლებლობა აქვს საქართველოს

ემიგრანტების დაბრუნების რა შესაძლებლობა აქვს საქართველოს
ემიგრანტების დაბრუნების რა შესაძლებლობა აქვს საქართველოს

ემიგრაციაში 90-იანი წლებიდან და თუნდაც უფრო ადრე წასული თანამოქალაქეების დაბრუნების შანსი მინიმალურია. ისტორიული გამოცდილება ცხადყოფს, რომ უცხოეთის წამყვან ქვეყნებში მცხოვრები, მაღალმწარმოებლური რესურსის და კაპიტალის მქონე ადამიანებს სამშობლოში დაბრუნება ხშირად უჭირთ, ხოლო თუკი ხელისუფლების მხრიდან მათ დასაბრუნებლად ქმედითი ნაბიჯები თუ არ გადაიდგმევა, შეიძლება, ეს ადამიანების საერთოდ მოწყდნენ სამშობლოს. როგორც report.ge-თან სოსო არჩვაძე ამბობს, მსოფლიოს იშვიათად ახსოვს შემთხვევები, როცა ემიგრაციიდან დაბრუნებული ადამიანები ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში აქტიურად ჩაბმულან, როგორც მაგალითად, თურქეთში, სადაც ევროპიდან მდიდარი გამოცდილებით დაბრუნებულმა თურქებმა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას დაუდეს სათავე, რის წყალობითაც იგი დღესაც ერთ-ერთი წამყვანე, მოწინავე ქვეყანაა მსოფლიოში.

,,ჩვენ გვჭირდება 90-იან წლებში და უფრო ადრინდელ პერიოდში საქართველოდან გასულთა  დაბრუნება, რადგან ისინი არა მარტო  ჩვენი თანამემამულეები არიან, გარკვეული ცოდნა, მართვის, მენეჯმენტის, შრომის და წარმოების კულტურის მდიდარი გამოცდილება გააჩნიათ. ამ თვალსაზრისით, მათი დაბრუნება საქართველოში მისასალმებელია. მაგალითად, თურქეთი, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ჩამორჩენილი იყო , 70-90-იანი წლებიდან შეძლო განვითარება და ეს არა მარტო მაშინდელი პრემიერის და მერე უკვე პრეზიდენტის ოზალის დამსახურება იყო, არამედ იმის ღვაწლი, რომ ასი ათასობით თურქმა მოქალაქემ, ასე ვთქვათ, ,,სტაჟირება" გაიარა დასავლეთ  გერმანიის, საფრანგეთის და რიგი სხვა ქვეყნების მოწინავე წარმოების და მომსახურების სფეროებში და ამ გამოცდილებით დაუბრუნდა სამშობლოს. ჩვენ ემიგრანტების დაბრუნება სამშობლოში ამ კუთხითაც უნდა განვიხილოთ, განსაკუთრებით მათი, რომლებსაც დიდი გამოცდილება, საკმაოდ წარმატებული ბიზნესი აქვთ უცხოეთში, მათი დაბრუნება ხელს შეუწყობს არა მარტო ამ ცოდნისა და კაპიტალის დაბრუნებას სამშობლოში, არამედ სტიმულს მისცემს ეკონომიკის დანარჩენ დარგებს, მულტიპიკატორის როლი შეასრულონ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, სამრეწველო კულტურის  ზრდასა და სრულყოფაში. ამ კუთხითაც მისასალმებელია ნებისმიერი პრაქტიკული ნაბიჯი, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება გადადგამს ამ კატეგორიის ემიგრანტების დაბრუნების მიზნით", - აცხადებს სოსო არჩვაძე.

სტატისტიკოსის ინფორმაციით, საშუალო ასაკს გადაცილებული ემიგრანტების საქართველოში დაბრუნების ტენდენცია შეიმჩნევა, რასაც უფრო ნოსტალგიური საფუძველი აქვს და ადამიანურ კაპიტალის როლი ამ შემთხვევაში მცირეა, თუმცა ტენდენცია აშკარად დადებითია. საერთაშორისო გამოცდილება კი დაბრუნების თვალსაზრისით, როგორც არჩვაძე აღნიშნავს, არც ისე ოპტიმისტური ჩანს. 

,,მსოფლიო მიგრაციის ისტორია იმ მწარე რეალობას ადასტურებს, რომ ემიგრაციაში წასულთა ნახევარი ისტორიულ სამშობლოს არ უბრუნდება. მე-19 საუკუნესა და მე-20 საუკუნის 20-იან წლებამდე იტალიიდან დაახლოებით 12 მლნ იტალიელი ჩავიდა აშშ-ში, სადაც დღესაც ერთ-ერთ დიდ დიასპორას წარმოადგენენ. ეს უკავშირდება სამრეწველო კაპიტალის ჩამორჩენას იტალიის მთელ რიგ რეგიონებში, მათი დაბრუნება სამშობლოში პრაქტიკულად წარმოუდგენელია, რადგან უკვე მეხუთე-მეექვსე თაობის ამერიკელები არიან, მათ შორის, ჰოლივუდის ვარსკვლავები, ალ- პაჩინო და რობერტ დენირო, რომლებიც 100%-იან ამერიკელებად მიიჩნევენ თავს, მიუხედავად იმისა, რომ თავიანთი ისტორიული ფესვების შესახებ იციან. თუმცა, ქართველების შემთხვევაში, შეიძლება ბევრს არ გაუწყვეტია ფესვები სამშობლოსთან, მათი დაბრუნების ყველა შესაძლებლობა და რესურსი უნდა გამოვიყენოთ. სხვათაშორის, 2012 წლის შემდეგ შეიმჩნევა შუახნის ასაკს გადაცილებული მამაკაცების დაბრუნების ტენდენცია, მაგრამ 2,5 წელი მაინც უნდა გავიდეს, რომ შეფასდეს სტატისტიკა. მათი დაბრუნება არა ეკონომიკური, არამედ ემოციურ-ნოსტალგიური მომენტით არის განპირობებული, მაგრამ ჩვენ გვინდა მწარმოებლური რესურსული პოტენციალით დაბრუნება სამშობლოში, რის შანსიც ჯერჯერობით ძალიან მცირეა", - აცხადებს სოსო არჩვაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system