თავში

ემიგრანტების დასაბრუნებლად დღეს მორიგი სპეცრეისი შესრულდება

ემიგრანტების დასაბრუნებლად დღეს მორიგი სპეცრეისი შესრულდება
ემიგრანტების დასაბრუნებლად დღეს მორიგი სპეცრეისი შესრულდება

დღეს დანიის სამეფოდან კოპენჰაგენი-თბილისის მიმართულებით შესრულდება სპეცრეისი, რომელსაც ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“  შეასრულებს.

როგორც report.ge-ს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, რეისი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდება.

"საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ჩართულობით საკრუინგო კომპანია Elvictor Crew Management Service-ის ორგანიზებით, ქართველი მეზღვაურები „ჯორჯიან ეარვეისის“ სპეციალური რეისით საქართველოდან კოპენჰაგენში გაემგზავრებიან.

ამავე რეისით, საქართველოს მთავრობისა და საკრუინგო კომპანიის შეთანხმების საფუძველზე, დანიაში და სკანდინავიის სხვა ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, უკვე შესრულდა რეისები ვარშავიდან, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკადან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან, ბარსელონადან და ა.შ.

საგარეო უწყების ცნობთ, ამ ეტაპზე სამშობლოში მთავრობის ხელშეწყობით საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 8 372 მოქალაქე.

დაგეგმილი უახლოესი ავიარეისების განრიგი ასეთია:

30 აპრილი – მადრიდი-თბილისი
2 მაისი – პრაღა-თბილისი
5 მაისი – ათენი-თბილისი
7 მაისი – ამსტერდამი-თბილისი
9 მაისი – ბერლინი-თბილისი

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system