თავში

ემუქრება თუ არა რისკი ბანკების სტაბილურობას

ემუქრება თუ არა რისკი ბანკების სტაბილურობას
ემუქრება თუ არა რისკი ბანკების სტაბილურობას

ფინანსური ბაზრის მკვლევარი ვახტანგ ხომიზურაშვილი ფიქრობს, რომ ეპიდემიის გამო საბანკო სექტორის 1,2 მილიარდიანი ზარალი ბანკების საქმიანობაზე ნეგატიურად აისახება, თუმცა მათ სტაბილურობას ვერ შეარყევს. ხომიზურაშვილის ვარაუდით, მოსალოდნელია კომერციულმა ბანკებმა თანამშრომლები შეამცირონ, რადგან ზოგიერთი ფილიალის დახურვა მოუწევთ.

,,ბანკებისთვის 1,2 მილიარდი არ არის ის თანხა, რომ პრობლემა შეიქმნას, თუმცა ნეგატიური ტენდენციაა და გარკვეულ გავლენას მათ საქმიანობაზე უდავოდ მოახდენს. პირველ რიგში, ველოდები, რომ შეიძლება რამდენიმე ფილიალი დაიხუროს. შესაბამისად, თანამშრომლების გაშვებაც მოუწევთ. ბანკების საკრედიტო პორტფელი 13 მილიარდ ლარამდეა, აქედან გამომდინარე, ამჟამინდელი დანაკარგი მათ სტაბილურობას ვერ შეარყევს. ეს თანხა პრაქტიკულად გათვლილია მიუღებელი პროცენტული შემოსავლების სახით და მოსალოდნელი იყო. თუმცა გაფუჭებულ სესხებთან დაკავშირებით ცოტა რთულია რაიმეს თქმა, რადგან ამის შესახებ ინფორმაციას ბანკები არ აქვეყნებენ. ზარალის მიუხედავად, საბანკო სექტორი ძალებს მალევე აღიდგენს ძალებს, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში ნაკლებ შემოსავლიანი იქნება. ცხადია, მნიშვნელოვანია ის შედეგიც, რასაც მთლიანად ქვეყნის ეკონომიკა ეპიდემიასთან ბრძოლაში მიაღწევს. სანამ ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება არ გამოსწორდება, ბანკებს მომგებიანობის მიღწევა გაუჭირდებათ. მოსახლეობის შემოსავლებმა იკლო, შესაბამისად გადახდისუნარიანობაც შემცირდა, საგარეო ვაჭრობაშიც არასახარბიელო ვითარებაა და ყველაფერი ეს ბანკების მომგებიანობას ამცირებს", - განმარტავს report.ge-თან ვახტანგ ხომიზურაშვილი.

შეგახსენებთ, რომ  კომერციულმა ბანკების ზარალტან დაკავშირებით დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ბანკების მიერ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სესხების პროცენტის გადავადების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, ის, რომ კომერციული ბანკები ფუნქციონირებას აგრძელებენ, სულაც არ ნიშნავს, რომ COVID-19-ს მათზე გავლენა არ მოუხდენია. 

როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, ბანკების 1.2 მლრდ ლარიანი საკრედიტო დანაკარგი უკვე ასახულია მათ საბალანსო უწყისებში და სხვა თანაბარ პირობებში მატერიალურ გაუარესებას არ უნდა ველოდოთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system