თავში

ემუქრება თუ არა საფრთხე მოსახლეობის კეთილდღეობას covid-19-ის გამო

ემუქრება თუ არა საფრთხე მოსახლეობის კეთილდღეობას covid-19-ის გამო
ემუქრება თუ არა საფრთხე მოსახლეობის კეთილდღეობას covid-19-ის გამო

სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე აცხადებს, რომ ეკონომიკური ვარდნა შეიძლება მოსახლეობის გაღარიბების მიზეზი გახდეს, თუმცა ამ პრობლემის დაძლევა და რისკის შემცირება შესაძლებელია. მეტის, სტატისტიკოსი არ გამორიცხავს, რომ შეიძლება ეპიდემიას საპირისპირო ტენდენციაც მოყვეს და ქვეყანამ კეთილდღეობის მიმართულებით რამდენიმე ნაბიჯი გადადგას, თუმცა ამისთვის მთავრობას და თავის მხრივ, მოსახლეობასაც დიდი ძალისხმევა დასჭირდება.

,,ჩვენ არ ვართ ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, დამოკიდებულიო ვართ საგარეო ურთიერთობებზე და როდესაც ექსპორტი მცირდება, არ მატულობს ინესტიციები და სატრანსპორტო-საკომუნიკაციო დატვირთვა კლებულობს, ხოლო ტურიზმი საერთოდ მძიმე მდგომარეობაშია, ვალუტა სუსტდება და მოსახლეობის კეთილდღეობას საფრთხე ექმნება.  ამ შემთხვევაში ერთადერთი უპირატესობაა ის, რომ სამამულო პროდუქტის ღირებულება მცირდება და უფრო ინტენსიურად არის შესაძლებელი ექსპორტზე ორიენტირი, მაგრამ ჯერ უნდა გქონდეს წარმოება. ისეთი კურსი გვინდა, რომ პროდქუცია ვაწარმოოთ და საგარეო ბაზრებზე გავიტანოთ. რამდენად დავიწყებთ ძახილს, რომ მოსახლეობა გაღარიბდება, კოსმიური ენერგია უკან დაუბრუნდება ხალხს, და მუდმივად სიღარიბისკენ იქნება მიდრეკილი. მოსახლეობის გაღარიბების საწინააღმდეგო მძლავრი ბერკეტი არსებობს და ახლა ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ამან უნდა მოგვეს საშუალება, რომ მოსახლეობის კეთილდღეობის უკან დახევა მინიმალურ დონეზე იყოს და შევქმნათ პირობები, რომ წინსვლის საშუალება მოგვეცეს", - განმარტავს არჩვაძე.

სტატისტიკოსის თქმით, ვალუტის გაიაფებამ შეიძლება სტიმული მისცეს გარკვეულ დარგებს და ბევრმა კომპანიამ, მათ შორის უცხოელმა ინვესტორებმა განახორციელონ საქართველოში ახალი პროექტები იაფი სამუშაო ძალისა და შედარებით მოწესრიგებული საგადასახადო და სამართლებრივი რეჟიმის პირობებში. ასეთ პირობებში, როგორც არჩვაძე აღნიშნავს, შესაძლებელია ზარალის შემცირება, რომ მოსახლეობის ცალკეულმა ჯგუფებმა გაღარიბების ნაცვლად, გამდიდრებაც შეძლონ.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system