თავში

ემუქრება თუ არა საქართველოს სოციალური აფეთქება

ემუქრება თუ არა საქართველოს სოციალური აფეთქება
ემუქრება თუ არა საქართველოს  სოციალური აფეთქება

ეკონომიკაში კრიზისი იმდენად მრავალმხრივი გახდა, რომ  ბოლო დროს უკვე აქტიურად დაიწყო საუბარი სოციალურ აფეთქებაზეც, საფრთხეს ხედავენ როგორც პოლიტიკოსები, ასევე ეკონომისტებიც, რომლებიც ამ პროცესს არ გამორიცხავენ. როგორც ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი აცხადებს, ქვეყანა კრიზისის შუაგულში იმყოფება და სიტუაცია ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეიცვალოს ისე, როცა გაძლება გაუსაძლისი გახდება.

,,ვითარება რთულია, რასაც აქვს სუბიექტური მიზეზი. ერთდროულად არის შიმშილის და სიკვდილის შიში და მათ შორის ბალანსის პოვნა ძალიან რთულია. მით უმეტეს,  ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. შესაბამისად, ვერ ვიტყვი, რომ ხელისუფლებას სირთულეები არ აქვს. დიახ, რსებობს და ეს უმეტესად ობიექტურია, მოგონილი არაფერია, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენმა ხელისუფლებებმა იქამდე მიიყვანეს ქვეყანა, რომ არანაირი  რესურსი არ გვაქვს, რომ ჩავკეტოთ ქვეყანა და ამავე დროს მუშაობდეს სრულფასოვანი სოციალური პროგრამა, რათა შიმშილის საფრთხის წინაშე არ აღმოჩნდეს მოსახლეობა. ამიტომ გამოსარიცხი არაფერია, მათ შორის, არც სოციალური აფეთქება, რადგან ყველა მიმართულებით არის ვარდნა და დეგენერაცია, ეს არის მწვავე ეკონომიკური კრიზისი, მთელი ოპოზიცია არის ჩაციკლული, რომ ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვას, მდგომარეობა კი მძიმდება ყოველდღიურად. ამ დროს კრიზისის შუაგულში ვიმყოფებით, ინერციით რაღაც ნარჩენები ჯერ კიდევ შემოგვრჩა, უზარმაზარი კრედიტები მოიზიდა ხელისუფლებამ და ეს იხარჯება, მაგრამ გადახდისუუნარონი ვართ", - ამბობს ანალიტიკოსი.

ხუხაშვილი არასწორად მიიჩნევს ფაქტს, რომ მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა გადასული, როცა შესაძლებელია მისი გადანაწილება, რითაც, პირველ რიგში, მთავრობა უნდა იყოს დაინტერესებული.

,,პასუხისმგებლობის არათუ განაწილებაზეა საქმე მისული, არამედ მთავრობა სრულად სტერილური გახდა, მთელი პასუხისმგებლობა მასზე გადავიდა, რაც არასერიოზულ მდგომარეობში აყენებს. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია არასაიმედოდ გამოიყურება, ხელისუფლებას ეს გარკვეულწლილად ხელს აძლევს, მაგრამ არც ასე შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს.  სამწუხაროდ, სოციალური აფეთქების საფრთხეს ვხედავ, მაგრამ განსხვავებულად ვფიქრობ მათგან, ვინც ამას ლაპარაკობს და შეიძლება, ელოდება კიდეც, როდის დადგება ეს მომენტი. სოციალური აფეთქება - ეს ის შემთხვევაა, როცა სახელმწიფო ინტერესი ზიანდება და ნამდვილად არ მინდა, ჩემი თანამოქალაქეები იმ ზღვრამდე მივიდნენ, რომ შიმშილის გამო გამოდიოდნენ ქუჩაში", - აცხადებს report.ge-თან გია ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ აფეთქებას არ გამორიცხავს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე. მისი განცხადებით, პოლიტიკური კრიზისის დაძლევას პოლიტიკოსები სჭირდება და არა მონები. 

რისკზე საუბრობს სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, რომლის თქმითაც, თუ ასე გაგრძელდა, ქვეყანა აუცილებლად დადგება შიმშილის ზღვარზე და სოციალური აფეთქება მოხდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system