თავში

ემუქრება თუ არა საქართველოს წიწიბურის დეფიციტი

ემუქრება თუ არა საქართველოს წიწიბურის დეფიციტი
ემუქრება თუ არა საქართველოს წიწიბურის დეფიციტი

საქართველოს წიწიბურის დეფიციტი არ ემუქრება. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა განაცხადა. მისი განმარტებით, საქართველოში წიწიბურას მარაგები საკმარისია და დეფიციტის საფრთხე არ არსებობს. ხანიშვილის ინფორმაციით, საქართველოს წიწიბურის 2 თვის მარაგი აქვს, რაც ქვეყნისთვის სრულიად საკმარისია. ხანიშვილის განმარტებით საქართველოს რუსეთის მიერ წიწიბურის ექსპორტის აკრძალვას მომზადებული შეხვდა, რადგან ის  საქართველოსთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

„თავისუფალი საბაზრო პრინციპების არსებობა, იმპორტიორებს საშუალებას აძლევს, საერთაშორისო ბაზრების სხვა მომწოდებლებთან დაამყარონ კავშირები. ვფიქრობთ, იმპორტიორები თავს გაართმევენ მათ წინაშე მდგარ ამოცანას და ბაზარზე შენარჩუნებული იქნება სტაბილური მდგომარეობა,“- ამბობს ხანიშვილი.

ცნობისთვის, რუსეთმა წიწიბურის საზღვარგარეთ ექსპორტი დროებით აკრძალა. აკრძალვა 2021 წლის 5 ივნისიდან ამოქმედდება და ძალაში 31 აგვისტომდე დარჩება. გამონაკლისის დაშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ წიწიბურა ჰუმანიტარული დახმარების ნაწილია.

რუსეთი საქართველოსთვის წიწიბურის თითქმის, 100%-იანი მომწოდებელია. საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში პროდუქტის 99,9% რუსული წარმოებისაა. მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში, საქართველომ სულ 701 ათას 700 დოლარი წიწიბურა შეიძინა, საიდანაც, 701 ათას 400 დოლარის პროდუქტი სწორედ რუსეთიდან იმპორტირდა.

წელს საქართველომ წიწიბურა მხოლოდ აზერბაიჯანსა და რუსეთში გაყიდა.  წელს საქართველომ წიწიბურა ექსპორტზე მხოლოდ აზერბაიჯანში გაყიდა, ხოლო რუსეთში მისი რეექსპორტი განხორციელდა.

სამომხმარებლო ბაზრის მიმომხილველი ექსპერტები, ასევე იმპორტიორები, წიწიბურას მასშტაბურ გაძვირებას აანონსებენ. 

ცნობისთვის, პანდემიის პირველი შემოტევის დროს, 9 სასურსათო პროდუქტზე ფასების ზრდის დაზღვევისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოიყომ რომლითაც იმპორტიორი კომპანიებისთვის 2020 წლის 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით, უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარი და ევრო) გაწეული ხარჯის სავალუტო კურსით გამოწვეული ცვლილების სუბსიდირება მოხდა ისეთ პროდუქტებზე, როგორებიცაა: ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, წიწიბურა, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, ხორბალი, ხორბლის ფქვილი, რძის ფხვნილი და ლობიო. გასული წლის ოქტომბრიდან მთავრობამ სასურსათო პროდუქტების ფასის დაზღვევის მიზნით სუბსიდირება შეწყვიტა.

როგორ კეთდება წიწიბურას ბიზნესი, ნახეთ აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system