თავში

ენერგეტიკაში მიმდინარე რეფორმები ბიზნესს გააცნეს

ენერგეტიკაში მიმდინარე რეფორმები ბიზნესს გააცნეს
ენერგეტიკაში მიმდინარე რეფორმები ბიზნესს გააცნეს

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (სემეკი) პრეზიდენტმა ,დავით ნარმანიამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს ელექტროენერგეტიკის სექტორში რეფორმების მიმდინარეობის პროცესი გააცნო. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ენერგეტიკის კომიტეტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე სემეკის თავმჯდომარემ მიმოიხილა ზოგადი საკანონმდებლო ჩარჩო და ნორმატიული აქტები, ისაუბრა ბაზრის მოდელის კონცეფციის, საბითუმო და საცალო ბაზრების წესების, ბაზრის მონიტორინგის მნიშვნელობისა და ამ მიმართულებით სემეკის აქტივობების შესახებ. ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკულ ბაზარზე ლიბერალიზაციისა და კონკურენციის განვითარების ხელშეწყობის აუცილებლობაზე.

„შეხვედრის მონაწილეებს გავაცანი როგორც უკვე შესრულებული, ასევე უახლოეს მომავალში განსახორციელებელი აქტივობების თანმიმდევრობა. მოგეხსენებათ, დაგეგმილია ელექტროენერგეტიკული ბაზრის გახსნა და საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვანი ამოქმედება, აქედან გამომდინარე, ბიზნესის ინტერესი ენერგეტიკის სექტორის მიმართულებით დიდია, რაც მისასალმებელია“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დავით ნარმანიასთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის გენერალური დირექტორი, ირინა მილორავა და სემეკის წარმომადგენლები

შეხვედრის მონაწილეებს ელექტროენერგეტიკული ბაზრის სამომავლო სტრუქტურის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა სემეკის წარმომადგენელმა, ზვიად გაჩეჩილაძემ. მან ყურადღება გაამახვილა „ანბანდლინგის“ (განცალკევება) პროცესზე, გადამცემი და განაწილების სისტემების საქმიანობების განცალკევების აუცილებლობაზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system