თავში

ენერგეტიკში 10 მილიარდ ლარზე მეტი FDI დაპაუზებულია

ენერგეტიკში 10 მილიარდ ლარზე მეტი FDI დაპაუზებულია
ენერგეტიკში 10 მილიარდ ლარზე მეტი FDI  დაპაუზებულია

2020 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) 2019 წელთან შედარებით 52,9%-ით შემცირდა და  15-წლიან მინიმუმზე დაფიქსირდა. ერთ-ერთი სექტორი, სადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მკვეთრად შემცირდა ენერგეტიკაა. შარშან საქართველოს ენერგეტიკაში $6 მილიონი დოლარი ჩაიდო.

„საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის“ ინფორმაციით ბოლო დროს საქართველოში 84 პროექტის განხორციელება დაიწყო, თუმცა ინვესტორები სხვადასხვა პრობლემების წინაშე აღმოჩდნენ და ამჟამად გაჩერებულია დაახლოებით $3.7 მილიარდი დოლარის მოცულობის საინვესტიციო პროექტები, რაც დღევანდელი კურსით 10 მილიარდ ლარზე მეტია. მათივე განმარტებით, შეფერხების ძირითადი მიზეზი სოციალური პრობლემებია. 

"ამ პროექტებში უმეტესი ნაწილი არის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, რომელიც უნდა შემოსულიყო, მაგრამ არ შემოვიდა, შეჩერდა. 2500 მეგავატი არის დადგმული სიმძლავრე განუხორციელებელი და შეჩერებული ენერგოპროექტების. ენერგიის ეს მოცულობა ქვეყანაში იმპორტზე დამოკიდებულების საკითხს მოგვიხსნიდა,”- აცხადებენ „საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციაში".

ენერგეტიკაში ინვესტიციების კლებას ჰესების საწინააღმდეგო კამპანიას უკავშირებენ.

გუშინ ნამახვანიჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისსა და თბილისში აქციები გაიმართა.  მორიგი აქციის გამართვა თბილისში, პარლამენტის წინ, დაანონსდა. აქციები ქვეყანაში ჰესების წინააღმდეგ ბოლო 3-4 თვეა გააქტიურდა. 

ნამახვანიჰესის კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა შეჩერდა. მანამდე მინისტრები პარლამენტში „რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით“ 10 135 მოქალაქის პეტიციის განხილვის ფარგლებში მივიდნენ და ანგარიში წარადგინეს. სხდომას, დეპუტატებთან ერთად ექსპერტები, ენერგეტიკოსები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კიდევ უფრო მანამდე კი, 5 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრა გამართა. მათ ცაგერის მოსახლეობას ჰესის მშენებლი კომპანიისთვის, "ენკასთვის," მიწის გადაცემის საკითხები განუმარტეს, ისაუბრეს, რატომ აშენებს ჰესს უცხოელი ინვესტორი და არა - სახელმწიფო, ადგილობრივებს ნამახვანიჰესის უსაფრთხოების დეტალებიც გააცნეს, მოსახლეობის წინაშე მინისტრებმა აიღეს პასუხისმგებლობა, რომ მთავრობა "ენკას" ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადებას მოსთხოვს. მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრისას, მინისტრები დარწმუდნენ რიონის ხეობის მცველთა პროტესტის გულწრფელობაში და გამოთქვეს მზადყოფნა ერთობლივი მსჯელობით გამოინახოს გზა, რომელიც წაადგებამ როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე სრულიად საქართველოს. მთავრობა ჰესის უსაფრთხოებაში დარწმუნებულია.

ცნობისთვის, ნამახვანის ჰესი $800 მილიონიანი თურქული ინვესტიციით შენდება. ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ჰესის ასაშენებლად 4 ლოკაციაზე მიმდინარეობს და ნათია თურნავა პოცესს რამდენიმე დღის წინ თავად გაეცნო. ნათია თურნავა ნამახვანი ჰესის პროექტს ენერგეტიკაში საუკუნის პროექტად მიიჩნევს. მისი თქმოით, ნამახვანი ჰესის გაშვების შემდეგ ადგილობრივი ენერგოგენერაცია მოთხოვნის 12%-ის დაკმაყოფილებას შეძლებს.

გეგმის მიხედვით, ნამახვანის ჰესების კასკადი ექსპლუატაციაში 2024 წელს შევა.

იმისთვის, რომ გაიგოთ, რა გზა გაიარა ნამახვანჰესის პროექტმა საბჭოთა პერიოდიდან დღემდე, იკითხეთ report.ge-ს ეკონომიკური ანალიტიკა.

რას კარგავს საქართველო ჰესების არ აშენებით, ნახეთ აქ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system