თავში

ენერგეტიკული ბაზარი სატესტო რეჟიმი 2020 წლის 1 ივლისიდან გაეშვება

ენერგეტიკული ბაზარი სატესტო რეჟიმი 2020 წლის 1 ივლისიდან გაეშვება
ენერგეტიკული ბაზარი სატესტო რეჟიმი 2020 წლის 1 ივლისიდან გაეშვება

„საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ დირექტორის, ირინა მილორავას ინფორმაციით, ენერგეტიკული ბაზარი სატესტო რეჟიმი 2020 წლის 1 ივლისიდან გაეშვება.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ სახელზე ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირების ლიცენზია უკვე გასცა.  სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა“ უზრუნველყოფს ელექტროენერგიის დღიური და დღით ადრე ბაზრების ორგანიზებას, ელექტროენერგიით ვაჭრობას შიდა ბაზარზე, ასევე, მეზობელ ორგანიზებულ ბაზრებთან დაკავშირებასა და ინტეგრაციას.

“დაგეგმილია 2021 წლის 1 ივლისიდან და მაინც, როგორც ლიცენზირებულმა ბაზრის ოპერატორმა, გარკვეული ვალდებულებები უნდა განვახორციელოთ. 2020 წლის 1 ივლისიდან, უკვე ბაზრის ლიცენზირებულმა ოპერატორმა უნდა დაიწყოს ბაზრის სატესტო რეჟიმში ამუშავება. ეს არის ტექნიკური დაკავშირება ჩვენი მონაწილეების პლატფორმასთან და შემდეგ უკვე გარკვეული პერიოდულობით ვეცდებით, ეს სიმულაციური რეჟიმი იყოს მაქსიმალურად რეალურ რეჟიმთან მიახლოებული. ეს იმისთვისაა, რომ ერთი მხრივ დავინახოთ რა პრობლემატიკაა ამ ახალ მოდელთან დაკავშირებით, და მეორე მხრივ უნარები ჩამოუყალიბდეთ ბაზრის მონაწილეებს ახალ ბაზარზე მუშაობის შესახებ", – ამბობს ირინა მილორავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system