თავში

ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება 6 თვით გადაიდო

ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება 6 თვით გადაიდო
ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება 6 თვით გადაიდო

"საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის (Georgian Energy Exchange / საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა, იგივე სენბ-ი) ამოქმედება, ანუ საათობრივი ვაჭრობის 6 თვით გადადება პროცესში ყველა შესაძლო შეფერხების გამოსარიცხად გახდა საჭირო," -ამის შესახებ დღეს საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის გენერალური დირექტორის, ირინა მილორავამ განაცხადა. მისი განმარტებით, რეფორმის მიმდინარეობაში აქტიურად არიან ჩართულები საერთაშორისო კონსულტანტები, რომლებიც მთელ ამ პროცესს აკვირდებიან.

„ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, მივსულიყავით იქამდე, სადამდეც ვართ - თქვენ იცით, რომ ელექტროენერგიით საათობრივი ვაჭრობის მთავარი მონაწილეები არიან ბირჟა, სახელმწიფო ელექტროსისტემა - როგორც საბალანსო ბაზრის ოპერატორი და აღრიცხვის ოპერატორი, ესკო - როგორც საბითუმო-საჯარო მიმწოდებელი და ყველაზე მნიშვნელოვანი - ბაზრის მონაწილე კომპანიები. ეს ელემენტები ცალ-ცალკეც რომ კარგად მუშაობდნენ, ეს არ ნიშნავს, რომ მზად ვართ ახალ მოდელზე გადასასვლელად, რადგან აუცილებლად უნდა დაიტესტოს ამ ხუთი ელემენტის ურთიერთკავშირი. შესაბამისად, აპრილის თვეში, პირველად 40 სუბიექტის მონაწილეობით, ჩავატარეთ ყველა ელემენტის ერთდროულად ტესტირება - შემოწმდა როგორც პროცესის ტექნიკური ნაწილი, ასევე მონაწილეების უნარები, რომლებიც ინდივიდუალურ რეჟიმში მანამდეც იყო დატესტილი ყველა ბაზარზე და შევაფასეთ, როგორ მოქმედებენ ისინი უკვე სრულ პროცესში. ამ ერთდროული ტესტირების დროს დავინახეთ გარკვეული ხარვეზები, რომელიც ტესტირების პროცესშივე გამოსწორდა, მაგრამ მომავალი 6 თვე გვჭირდება პროცესის სრულყოფისთვის“ - აღნიშნა ირინა მილორავამ.

ცნობისთვის, ენერგეტიკული რეფორმის ჩავარდნაზე გუშინ "აფბამ" განაცხადა და გუშინვე ეჭვქვეშ დააყენა 1 ივნისს სენბ-ის ამოქმედება, თუმცა ორგანიზაციას ეკონომიკის სამინისტროდან უპასუხეს, რომ  ქვეყანაში ენერგეტიკის რეფორმა, რომლის ამოცანა სექტორში კონკურენტული გარემოს შექმნა და მომხმარებლისთვის მომსახურების გაუმჯობესებაა, წარმატებით მიმდინარეობს. და, ახალი ბაზრის მოდელის კონცეფციით, ბაზრის გახსნისთვის დაგეგმილი ეტაპების მიხედვით, უნდა გაიზარდოს იმ მომხმარებელთა და, ასევე, გენერაციის მოცულობის წილი, რომლებიც ვაჭრობენ ენერგეტიკულ ბაზრებზე. კიდევ უფრო მანამდე კი ენერგეტიკული ბირჟის დირექტორი, ირინა მილორავა ამბობდა, რომ ყველაფერი კეთდება ბირჟის 1-ლი ივლისიდან სრულად ამოქმედებისთვის, თუმცა ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მზად იქნებიან თავად კომპანიებიც. ენერგეტიკული ბაზრის მონაწილეთა ნაწილის განმარტებით, პლატფორმაზე ვაჭრობისთვის მზად არაა და კომპანიების ნაწილი რეფორმის დროებით გადავადებას ითხოვენ.  

ელექტროენერგეტიკული სექტორის რეფორმის ფარგლებში, ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება წელს 1-ლი ივლისიდანიყო დაგეგმილი.

სპეციალისტების ნაწილი ბირჟის ამოქმედებაში რისკებსაც ხედავს. მათი თქმით, ბაზრის სიმწირიდან გამომდინარე, არსებობს რისკი, რომ ბირჟის ამოქმედების შემდეგ, პირველი რამდენიმე თვის, ან თუნდაც 1-2 წლის განმავლობაში იყოს, ასე ვთქვათ, არასამართლიანი და სპეკულატიური ფასის ჩამოყალიბების მცდელობები.ენერგეტიკოსების ახსნით, ამჟამად ჩვენს კალათაში დიდია იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასი, მიწოდება იმდენი არ გვაქვს, რამდენიც მოთხოვნა არის და სწორედ ამ გარემოებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს გარკვეულწილად სპეკულატიური რისკები, რასაც, სპეციალისტების რეკომენდაციით, გამართული მენეჯმენტი სჭირდება. მათივე მტკიცებით, ბირჟის ამოქმედება, მისი ოპერირება და მონიტორინგი დღეს მთავარი გამოწვევაა.

საერთო ჯამში ბიზნესი ელექტროენერგეტიკის რეფორმას იწონებს.

საქართველო ევრო დირექტივების და ენერგო გაერთიანებების დირექტივების შესაბამისად, უკვე ატარებს ლიბერალურ ბაზარზე გადასვლის პოლიტიკას. შესაბამისად, ბირჟის ამოქმედება და ჰორიზონტალურად ინტეგრირებულ კონკურენტულ ბაზარზე გადასვლა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს იმას, რომ ბაზარზე ჩამოყალიბდება, ერთი მხრივ, სამართლიანი ფასები, რომელიც იქნება დაფუძნებული მოთხოვნა-მიწოდების მოდელზე, ხოლო, მეორე მხრივ, გენერაციის ობიექტებს მიეცემათ საშუალება, რომ თავიანთვის სასარგებლო და მისაღებ ფასებში გაყიდონ ის ელექტროენერგია, რომელსაც ისინი გამოიმუშავებენ.

ენერგეტიკული ბირჟა მიმდინარე წლის ზაფხულიდან ამუშავდება. მთავრობა დარწმუნებულია, რომ ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება უზრუნველყოფს ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენტული და ღია ბაზრის პრინციპების დანერგვას.

კომპანიებს ენერგეტიკულ ბირჟაის სავაჭრო პლატფორმაზე სატესტო რეჟიმში დარეგისტრირების შესაძლებლობა 15 სექტემბრიდან აქვთ. ბირჟაზე ლიცენზია სემეკმა მაისში გასცა. ლიცენზიამ ენერგეტიკულ ბირჟას გარკვეული ვალდებულებები დააკისრა. პირველი და მთავარი ვალდებულება ბაზრის წესების წარდგენა იყო, რაც წარმეტებით განხორციელდა. აგვისტოდან ბირჟას უკვე აქვს დღით ადრე და დღიური ბაზრის წესები. დღით ადრე ბაზრის წესების თანახმად, მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, რომ მაგალითად, დღეს დღის 12 საათამდე გააკეთონ განაცხადი ხვალინდელი დღის თითოეულ საათთან ვაჭრობასთან დაკავშირებით. მთავარი სიახლე სწორედ საათობრივი ვაჭრობაა, შესაბამისად, მომავალ ბაზრებზე ფასი ჩამოყალიბდება საათობრივად. ამჯამად კი ენერგობაზარზე ყოვეთვიური ანგარიშსწორების წესი მოქმედებს და ფასი თვიურ ჭრილში დგინდება.

როგორც ცნობილია, მთავრობა წელს ელექტროენერგიის მოხმარების 3%-იან ზრდას ვარაუდობს.

მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ საქართველოს განახლებადი ენერგიის ზრდაში გერმანია დაეხმარება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ, რამდენიმე დღის წინ, პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე გამოსვლისას განმარტა, რომ ენერგეტიკის რეფორმის მთავარი ამოცანაა მეტი კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა.

რას გეგმავს მთავრობა ენერგეტიკის რეფორმით, რა გაკეთდა და რა იგეგმება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის ზრდისთვის, რამდენად სწორია ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია, როგორ უახლოვდება ქართული ენერგობაზარი ევროპულს და სხვა მნიშვნელოვანი დეტალი საქართველოს ენერგეტიკის შესახებ, გაიგეთ report.ge-ს ეკონომიკურ ანალიტიკაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system