თავში

ენერგეტიკული პროექტები, შესაძლოა, დროში გაიწელოს

ენერგეტიკული პროექტები, შესაძლოა, დროში გაიწელოს
ენერგეტიკული პროექტები, შესაძლოა, დროში გაიწელოს

პოსტეპიდემიური პერიოდი ენერგეტიკის სექტორისთვის შეიძლება გადავადებული პროექტებით იყოს გამორჩეული, რადგან დიდია ალბათობა, რომ პროექტების განხორციელების გრაფიკი შეიცვალოს. ამის შესახებ report.ge-თან ენერგეტიკოსი გია არაბიძე საუბრობს. მისი თქმით, ტენდენცია ამ ეტაპზეც შესამჩნევია, რადგან პროექტების ნაწილი,  ზოგი - უფულობით, ზოგიც, ეპიდემიის გამო ვერ ხორციელდება.

,,ეპიდემიამ მრავალი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა. პირველ რიგში დიდი მშენებლობების საკითხია მნიშვნელოვანი, რადგან არის რისკი, რომ პროექტები დროში გაიწელოს. ამბობენ, რომ  მუშაობა მიდის, მაგრამ რა ინტენსივობით ხორციელდება, რა სამუშაოების სრულდება და რა გეგმის მიხედვით, გამიჭირდება საუბარი. მთავრობამ რაც არ უნდა შთამბეჭდავად ისაუბროს დარგის მიღწევებზე,  არანაირად არ მგონია, რომ ამ პერიოდში დაგეგმილი ვალდებულებები გეგმის შესაბამისად სრულდებოდეს. შეიძლება, სურვილი და მზაობა არის, მაგრამ პანდემიური მდგომარეობა დიდი დაბრკოლებაა. მესმის, რომ  მინიმალური ზღვარი არის შენარჩუნებული, მაგრამ ყოველდღიური პროფილაქტიკა სისტემებში ვერ ხორციელდება, გაჩერებული არ არიან, მაგრამ დაგეგმილი პროექტები ზოგი უფულობი იწელება დროში, ზოგიც, ეპიდემიური მდგომარეობის გამო არის გადავადებული.  ამ სიტუაციიდან გამომდინარე, ალბათ, გარკვეული ხნით დაიძვრება პროექტების ჩაბარების და შესრულების გრაფიკი", - აცხადებს გია არაბიძე.

მისი ვარაუდით, ყველაზე დიდი გამოწვევა უკავშირდება იმ ობიექტების დასრულებაას რომელიც 2021 წელს იყო დაგეგმილი. ენერგეტიკოსის თქმით, ასეთი მდგომ არეობაა როგორც გენერაციის, ასევე გადამცემ ხაზებთან დაკავშირებით. 

,,გარკვეული პერიოდით გადავადდება პროექტები, მეტ დაბრკოლებას ენერგეტიკის სექტორში ვერ ვხედავ. უნდა ითქვას, რომ მოხმარებაც მნიშვნელოვნად შემცირებულია და დროში გადავადებას დიდი პრობლემა არ შეუქმნია, სერიოზულ გარღვევას და პრობლემას აქედან არ ველოდები, კოვიდპანდემიის პრობლემა დარგზე სერიოზულად არ იმოქმედებს", - აცხადებს გია არაბიძე.

ცნობისთვის, COVID-19-ის პანდემიის შედეგად გლობალური ენერგეტიკის გამოწვევებს და სექტორის პოსტპანდემიურ განვითარებას მიეძღვნა ვებინარი, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ორგანიზებით მოეწყო. ვებინარზე მონაწილეობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა. მან საქართველოს ენერგეტიკის სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მთავრობის ანტიკრიზისულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system