თავში

ენერგოომბუდსმენი: ელექტროენერგიის გაძვირება გარდაუვალი იყო

ენერგოომბუდსმენი: ელექტროენერგიის გაძვირება გარდაუვალი იყო
ენერგოომბუდსმენი: ელექტროენერგიის გაძვირება გარდაუვალი იყო

"ფასის ზრდა გარდაუვალი იყო, ვინაიდან ტარიფში გათვალისწინებული დარჩა მხოლოდ ის ხარჯი, რომელიც აუცილებელია კომპანიების ნორმალური ფუნქციონირებისთვის," – ასე აფასებს  ენერგოომბუდსმენი სემეკის გადაწყვეტილებას წყლისა და ელექტროენერგიის გაძვირებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ „თელასისა“ და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ წარდგენილი ხარჯების ნაწილი არ გაითვალისწინა.

„როგორც მოსალოდნელი იყო, ტარიფმა განიცადა კორექტირება ზრდის თვალსაზრისით. თქვენ დაწვრილებით იხილეთ, რა სახის დანახარჯები გაითვალისწინა მარეგულირებელმა კომისიამ და რა სახის დანახარჯები ამორიცხა. ჯამში „თელასისთვის“ 16 მლნ ხარჯი ამოირიცხა, ხოლო „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ 12 მლნ ხარჯი. სამწუხაროდ, მეტი დადებითი შედეგი შეუძლებელი იყო. რა თქმა უნდა, კომპანიები მოითხოვდნენ, ყველა იმ ხარჯის გათვალისწინებას, რომელიც თავდაპირველი ვერსიით წარმოადგინეს, თუმცა მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება. ფასის ზრდა გარდაუვალი გახლდათ, ვინაიდან ტარიფში გათვალისწინებული დარჩა მხოლოდ და მხოლოდ ის ხარჯი და ის საკითხები, რომლებიც აუცილებელია კომპანიების ნორმალური ფუნქციონირებისა და სათანადო მომსახურების მისაწოდებლად“, – განაცხადა ენერგოომბუდსმენმა.

ამ ეტაპზე სემეკის მიერ სამომხმარებლო ტარიფი დადგინდა 6 თვით, თუმცა მას შემდეგ, რაც „თელასისგან“ და „ენერგო პრო ჯორჯიასგან“ გამოიყოფა ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები, ზაფხულში ტექნიკური ცვლილება მოხდება, რაც ტარიფებზე რაიმე გავლენას არ იქონიებს.

ცნობისთვის, სემეკმა „თელასის“ და „ენერგო პრო ჯორჯიას“ ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფი დაამტკიცა. საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3.5 თეთრით იზრდება.

წყალი კი სამ ქალაქში გაძვირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system