თავში

ენერგოომბუდსმენი საინფორმაციო პოსტერებს გამოაქვეყნებს

​ენერგოომბუდსმენი საინფორმაციო პოსტერებს გამოაქვეყნებს
ენერგოომბუდსმენი საინფორმაციო პოსტერებს გამოაქვეყნებს

ენერგოომბუდსმენის სამსახური საინფორმაციო პოსტერებს გამოაქვეყნებს. 

ამის შესახებ report.ge-ს ენერგოომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს.

პოსტერების შინაარსი ყველაზე ხშირად დასმული კითხვებისგან იქნება შედგენილი, რომლითაც მომხმარებლებლები ინტერესდებიან.

„თანამედროვე საზოგადოება მოითხოვს მეტ კომუნიკაციას, ხოლო ვიზუალური აღქმა ეხმარება მათ სამომხმარებლო ცოდნის განვითარებაში, სწორედ ამიტომაც ვიზუალურად აღქმადი საინფორმაციო პოსტერები სისტემატურად გამოქვეყნდება ენერგოომბუდსმენის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და ფეისბუქზე. მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს ენერგოომბუდსმენის აპარატის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საქმიანობას, რაც გამოიხატება სხვადასხვა ტიპის აქტივობების განხორციელებაში, მაგალითად, აქციების ორგანიზებაში, სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიურ შეხვედრებსა და უშუალო კომუნიკაციაში“,- განმარტავენ უწყებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system