თავში

ენგურჰესი აფხაზეთს უფასო დენით ისევ მოამარაგებს

ენგურჰესი აფხაზეთს უფასო დენით ისევ მოამარაგებს
ენგურჰესი აფხაზეთს უფასო დენით ისევ მოამარაგებს

წელსაც ყველაფერი გაკეთდება, რომ ენგურჰესის მეშვეობით ჩვენს აფხაზ ძმებს და დებს დავეხმაროთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. 

ცნობისთვის, 2021 წლის გაზაფხულზე ენგურჰესი, მისი გვირაბის რეაბილიტაციის გამო, 3 თვით გაჩერდება. ამ სამუშაოების ჩატარება რამდენიმე წელია იგეგმება. 

„ენგურჰესის მეშვეობით, რომელიც ემსახურება სრულიად, ერთიან საქართველოს, ყოველთვის ვეხმარებით ჩვენს აფხაზ ძმებს და დებს. წელსაც ყველაფერი გაკეთდება შეძლებისდაგვარად არსებული ჰიდროლოგიური და წყლის მარაგის გათვალისწინებით, რომ ეს პრინციპი შესრულდეს“, - აღნიშნა თურნავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system