თავში

ENKA-ს სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის ვადა 1 წლით გაუხანგრძლივდა

ENKA-ს სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის ვადა 1 წლით გაუხანგრძლივდა
ENKA-ს სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის ვადა 1 წლით გაუხანგრძლივდა

ეკონომიკის სამინისტრომ კომპანია "ენკას" ქვემო ნამახვანი ჰესის სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის ვადა კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაციას "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" საჯარო ინფორმაციის სახით მიღებული დოკუმენტაციით დგინდება.

"მიგვაჩნია, რომ სამინისტროს ეს გადაწყვეტილება "ენკა-სთვის" მინიჭებული კიდევ ერთი დაუსაბუთებელი შეღავათია, რომელიც ადასტურებს, რომ განცხადებები პროექტის სათანადოდ შესწავლის შესახებ, მცდარი და საფუძველს მოკლებულია. ამასთან, ეს პროცესი ხსნის კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვიანი "მორატორიუმის" გამოცხადების რეალურ მოტივს.

კაშხლის ნაგებობის მშენებლობის გადავადება სინამდვილეში უკავშირდება არა მთავრობისა და კომპანიის კომპრომისს, არამედ იმ ფაქტს, რომ კომპანიამ სრულყოფილი საპროექტო დოკუმენტაციის ჩაბარება თავად დააგვიანა და ამავე პერიოდით მოითხოვა სახელმწიფოსგან ვადის გახანგრძლივება",- წერია "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" ოფიციალურ განცხადებაში. 

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, კომპანია "ენკას" სრული საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო დასკვნების წარდგენისთვის განსაზღვრული ვადა მიმდინარე წლის 13 აპრილს ამოეწურა. 

საჯარო ინფორმაციის სახით მიღებული ახალი დოკუმენტაციით დგინდება, რომ სავალდებულო დოკუმენტაციის არარსებობას ეკონომიკის სამინისტრო ლოიალობით მოეკიდა და 2021 წლის წლის 19 მარტს, მშენებლობის ნებართვით განსაზღვრული ეს ვადა კომპანიას 2022 წლის 28 თებერვლამდე გაუგრძელა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system