თავში

EPAM-ი საქართველოში შემოვიდა

EPAM-ი საქართველოში შემოვიდა
EPAM-ი საქართველოში შემოვიდა

პოსტპანდემიური ეკონომიკური აღდგენის პერიოდში მძაფრი გლობალური ეკონომიკური კონკურენციის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა კომპანიებს აძლევს საშუალებას „საერთაშორისო კომპანიის” სტატუსის მიღებით ისარგებლონ რიგი საგადასახადო შეღავათებით. 

როგორც ინოვაციებისა და ტექნილოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი, ავთანდილ კასრაძე განმარტავს, მთავრობის ეს შეთავაზება მნიშვნელოვანი სიგნალია, საერთაშორისო, ტოპ IT კომპანიებისთვის, რომ ოფისები გახსნან საქართველოში, დაასაქმონ ქართველი IT სპეციალისტები.

"სულ რაღაც ორი კვირაა გასული ამ საგადასახადო რეჟიმიდან და მსოფლიოს ტოპ კომპანია “EPAM”-ი უკვე საქართველოში შემოვიდა,“- განაცხადა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ავთანდილ კასრაძემ.

შეგახსენებთ, საზღვაო ბიზნესისა და IT კომპანიებს "საერთშორისო სტატუსის" მოპოვების შემდეგ, მოგების 15%-ის და საშემოსავლო გადასახადის 20%-ის ნაცვლად, გადასახადები შეუმცირდებათ 5%-მდე. ასევე, თუ ქონება გამიზნულია, ან გამოიყენება საქართველოს მთავრობის დადგენილებით ნებადართული საქმიანობისთვის, საერთაშორისო კომპანია თავისუფლდება ქონების (გარდა მიწისა) გადასახადისგან.

სპეციალისტების განმარტებით, წარმატებული საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, საქართველო მიმზიდველ საგადასახადო გარემოს და კომფორტულ პლატფორმას ქმნის ქვეყანაში სანაოსნო, ლოგისტიკური და სავაჭრო კომპანიების საქმიანობის განსახორციელებლად.

იმისთვის, რომ გაიგოთ, ვინ ისარგებლებს საერთაშორისო სტატუსითა და საგადასახადო შეღავათებით და რა საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, იკითხეთ report.ge.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system