თავში

ეპიდემიამ თამბაქოს კონტრაბანდის რისკი გაზარდა

ეპიდემიამ თამბაქოს კონტრაბანდის რისკი გაზარდა
ეპიდემიამ თამბაქოს კონტრაბანდის რისკი გაზარდა

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ინფორმაციით, თამბაქოს კონტრაბანდის რისკი პანდემიის პირობებში მუდმივად მატულობს. ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი report.ge-თან ამბობს, რომ შემოსავლების შემცირების ფონზე თამბაქოზე მოთხოვნა მატულობს, რაც კონტრაბანდისადმი ცდუნებას ზრდის და აქციზის გადასახადის შემცირების გარეშე ამ პრობლემასთან გამკლავება რეალურად შეუძლებელია.

,,თამბაქოს კონტრაბანდის ზრდა არავისთვის უცხო არ არის, ამ პროცესიის გააქტიურებას ყველა ველოდით და ასეც ხდება, ქვეყანა კონტრაბანდის მასშტაბს ვერ უმკლავდება. ცხადია, ეს განპირობებულია გაუაზრებელი რეგულაციებით, თანაც, ბაზარზე 3-4-ჯერ იაფი ღირს თამბაქო, ვიდრე მოსაზღვრე რეგიონებში, ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფასი კიდევ უფრო დაბალია. ასეთ პირობებში ძალიან ძნელია, ფასმა კონტრაბანდის სურვილი არ აღძრას. 2 არაკონტროლირებადი ტერიტორია გვაქვს და აქედან გამომდინარეც, მუდმივად მატულობს კონტრაბანდის რისკი. ცხადია, მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. გამოკეტილი ადამიანი, რომელსაც რაღაც შემოსავალი ჰქონდა და შეუმცირდა ან აღარ აქვს, კონტრაბანდის ცდუნებას მარტივად ვერ გაუძლებს, ამიტომაცაა, რომ კონტრაბანდის დიდი წილი თამბაქოს ნაირსახეობებზე მოდის და ყველაზე მასშტაბურია", - ამბობს ბაირახტარი.

მისი თქმით, თავდაპირველი ჩანაფიქრი, რომ თამბაქოს გაძვირება, მწეველთა რაოდენობას შეამცირებდა, არ გამართლდა. ახლა მწეველები გამოსავლის გზებს ეძებენ და არჩევანს თუთუნზე ანდა კონტრაბანდულ თამბაქოზე აკეთებენ. პაატა ბაირახტარი ამბობს, მსოფლიო პრაქტიკაშიც კი არ არსებობს ისეთი მაგალითი, რომ მწეველთა რაოდენობას შემცირება, თამბაქოზე დაწესებული მაღალი გადასახადის ხარჯზე ხდებოდეს.

შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად არ გადის დღე, რომ ქვეყანაში კონტრაბანდის ყოველი ახალი შემთხვევა არ ფიქსირდებოდეს. ამჯერადაც, როგორც შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ჩანს, 15-22 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, უაქციზო თამბაქოს (ჯამში 5,347 კოლოფი სიგარეტი და 36 კგ. თუთუნი) შენახვა-გადაზიდვის 24 ფაქტი გამოვლინდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system