თავში

ეპიდემიის მეორე ტალღამ უმუშევრობა კიდევ უფრო გაზარდა

ეპიდემიის მეორე ტალღამ უმუშევრობა კიდევ უფრო გაზარდა
ეპიდემიის მეორე ტალღამ უმუშევრობა კიდევ უფრო გაზარდა

ეკონომისტ გიგა ბედნიეიშვილის განცხადებით, ეპიდემიის მეორე ტალღამ  უმუშევრობის მხრივ არსებული მდგომარეობა მკვეთრად გააუარესა და სამსახურს კარგავენ ისინიც, რომლებმაც ვირუსის გავრცელების პირველ ეტაპზე სამუშაო ადგილების შენარჩუნება შეძლეს. ბედნიეიშვილის ინფორმაციით, პრობლემა თითქმის ყველა ბიზნესს შეეხო, თუმცა მომსახურების სფეროში გაცილებით მძიმე მდგომარეობაა.  

,,ბიზნესის სფეროში მომუშავე თანამშრომლები სამსახურს კარგავენ. დიდად სახარბიელო არც მათი მდგომარეობაა, რომლებსაც სამუშაო ადგილი შეუნარჩუნდათ, რადგან ხელფასი ძალიან ბევრმა კომპანიამ შეამცირა, ამ მხრივ საკმაოდ რთული სიტუაციაა. სერიოზული ეკონომიკური ვარდნაა და ასეთ პირობებში, ცხადია, რომ დასაქმებას დიდი საფრთხე დაემუქრა. ტურიზმს საერთოდ ვერც კი განვიხილავთ, სფერო ჩამოშლილია. მძიმე ვითარებაა მომსახურების სხვა სფეროებშიც. სილამაზის სალონები  რომ ავიღოთ, მოთხოვნა მკვეთრად  შემცირებულია, რის გამოც დასაქმებულებიც შეამცირეს. ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენმა ადამიანმა ვერ შეძლო სამსახურის შენარჩუნება, მაგრამ მკვეთრი კლებაა. ფაქტია, რომ მთავრობა ამ გამოწვევას ვერ პასუხობს და მისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. მართალია, გარანტია ვერც ახალ მთავრობას ექნება, მაგრამ შანსი მაინც იარსებებს, რომ შესაძლებელია სიტუაციის გამოსწორება. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ ეკონომიკამ შტორმი გადაიტანოს, სხვა შემთხვევაში, პრობლემის მოგვარება წარმოუდგენელია", - აცხადებს გიგა ბედინეიშვილი report.ge-თან. 

ცნობისთვის, ბიზნეს-სექტორში დასაქმებულების მკვეთრი შემცირება "PwC საქართველოს" განახლებული კვლევითაც დასტურდება. კერძოდ, საქართველოში მომუშავე 774-მა ბიზნესის გამოკითხვამ აჩვენა, რომ აპრილის კვლევასთან შედარებით, შემცირდა თანამშრომლების გათავისუფლების ტენდენცია. მიმდინარე გამოკითხვის დროს, უფრო მეტმა რესპონდენტმა დააფიქსირა, რომ ისინი ან არ გეგმავენ თანამშრომლების შემცირებას ან გეგმავენ ნაკლები რაოდენობის შემცირებებს. გამოკითხული კომპანიების 75%-მა, რომლებმაც საკარანტინო პერიოდში ჰქონდათ შეჩერებული საქმიანობა, კარანტინის დასრულების შემდეგ შეძლეს საქმიანობის განახლება. 

დახურული საზღვრები კვლავ მთავარ შეზღუდვად რჩება კომპანიების იმ 51%-ისთვის, რომელმაც საქმიანობის განახლება ვერ შეძლო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system