თავში

ერევანი "ევრაზიის ეკონომიკური კავშირის“ უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომას უმასპინძლებს

ერევანი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის
ერევანი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის“ უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომას უმასპინძლებს

1–ელ ოქტომბერს, ერევანში „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის“ უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართება. ორგანიზაციის წევრები არიან სომხეთი, ბელარუსი, რუსეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთი. მონაწილეები ეკონომიკური თანამშრომლობის, ფინანსური პოლიტიკის, ენერგეტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების ძირითად სფეროებს და მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარების საკითხებს განიხილავენ. შეხვედრაზე ძირითადი საუბარი საკავშირო ბაზრებზე ბარიერების მოხსნის თემას შეეხება. 2025 წლისთვის, გაზის, ნავთობის და ნავთობპროდუქტების საერთო ბაზრის შექმნის განზრახვის გათვალისწინებით, ეს საკითხი ნამდვილად იქნება ყურადღების ცენტრში ლიდერების შეხვედრაზე.

„ევრაზიის ეკონომიკური კავშირის“ 5 წევრ-სახელმწიფოსა და სინგაპურს შორის ხელი მოეწერება „თავისუფალი სავაჭრო ზონის“ შექმნის შესახებ ხელშეკრულებას, რომლის თანახმად,შეთანხმების მონაწილეები დაადგენენ საბაჟო გადასახადებს 12 ათასზე მეტი დასახელების პროდუქტზე.

ერევნის შეხვედრის კიდევ ერთი საპატიო სტუმარი ირანის პრეზიდენტი, ჰასან რუჰანი იქნება. აღნიშნულმა სახელმწიფომ უკვე მოაწერა ხელი „ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან“ „თავისუფალი სავაჭრო ზონის“ შესახებ შეთანხმებას, რომელიც სავარაუდოდ ძალაში ოქტომბრის ბოლოს შევა. ხსენებული შეთანხმება დროებითია და მხოლოდ სამი წლის მანძილზე იმოქმედებს. ვაჭრობის ძირითადი სექტორები სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს და სამშენებლო ინდუსტრიის საქონელს მოიცავს.

აღსანიშნავია, რომ „ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსა“ და ირანს შორის შეთანხმება ძალაში შედის აშშ-ის მიერ ოფიციალურ თეირანზე გააქტიურებული ზეწოლის პარალელურად. სექტემბრის ბოლოს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის ცენტრალურ ბანკზე მნიშვნელოვანი სანქციების დაწესების შესახებ განაცხადა. შეერთებული შტატებში ამ საკრედიტო ინსტიტუტის მთელი ქონება და აქტივები გაიყინა; ამერიკელებს ეკრძალებათ ნებისმიერი ოპერაციის განხორციელება მისი მონაწილეობით; ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი, ირანის ცენტრალურ ბანკთან გარიგებების განხორციელებისთვის, მეორეხარისხოვან სანქციებს წააწყდება.

ოქტომბერში ასევე შედის ძალაში უკვე რეტიფიცირებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, „ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსა“ და ჩინეთს შორის. ხსენებული არ გულისხმობს საფასურების შემცირებას, მაგრამ არასატარიფო ბარიერების შემცირებას ისახავს მიზნად. უპირველეს ყოვლისა, ეს გულისხმობს საბაჟო პროცედურების გამარტივებას, თანამშრომლობის დამატებითი ინსტრუმენტების შექმნას და გამჭვირვალობის ზრდას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტექნიკური რეგულირება და სანიტარული მომსახურება.

შეხვედრას დაესწრება მოლდოვის პრეზიდენტი იგორ დოდონი, რომლის სახელმწიფომ წინა წლის მაისში ორგანიზაციის დამკვირვებლის სტატუსი მიიღო. დოდონი წარმოდგენილი იქნება, როგორც დამკვირვებელი ქვეყნების ხელმძღვანელი.

„ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში“ აცხადებენ, რომ დამატებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები ეგვიპტესთან და სამომავლოდ ორგანიზაცია ასევე გეგმავს „თავისუფალი სავაჭრო ზონის“ შექმნაზე საუბრის დაწყებას ინდოეთთან.

„ევრაზიის ეკონომიკური კავშირის“ შესახებ შეთანხმებას რუსეთმა, ბელარუსმა და ყაზახეთმა 2014 წელს მოაწერეს ხელი. 2016 წლის ბოლოს ორგანიზაციაში სომხეთი და ყირგიზეთი გაწევრიანდნენ. ორგანიზაცია ოფიციალურად 2015 წლის 1–ელ იანვარს შეუდგა მუშაობას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system