თავში

ეროვნული ბანკი ინარჩუნებს მცურავი კურსის პოლიტიკას

ეროვნული ბანკი ინარჩუნებს მცურავი კურსის პოლიტიკას
ეროვნული ბანკი ინარჩუნებს მცურავი კურსის პოლიტიკას

ეროვნული ბანკი (სებ) ინარჩუნებს მცურავი კურსის პოლიტიკას, რადგანაც მცურავი გაცვლითი კურსის მოქნილობა აუცილებელია შოკებთან გამკლავებისთვის. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, სებ-ი სავალუტო ბაზარზე წელსაც აქტიური იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სებ-ი ბაზარს სავალუტო რეზერვებს 2021 წელსაც აქტიურად მიაწვდის, თუმცა, რა ინტენსივობით, ეს დამოკიდებული იქნება საგარეო სექტორის დინამიკაზე, მოლოდინებსა და ტენდენციებსა და ეკონომიკის აღდგენის სიჩქარეზე.

გვენეტაძე დასძენს, რომეროვნულ ბანკს სავალუტო ინტერვენციების განხორციელებისთვის საკმარისი რესურსი აქვს.

„ჩვენ გვაქვს საკმარისი რესურსები იმისთვის, რომ ბაზარის გამართულად მუშაობის გაგრძელებას ხელი შევუწყოთ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვყიდულობდით ვალუტას, რისთვისაც საკმაოდ ბევრ გაუმართლებელ კრიტიკას იმსახურებდა ეროვნული ბანკი. თუმცა იმის გამო, რომ ჩვენ მაშინ ვავსებდით რესურსებს და ამავე დროს მთავრობის ეკონომიკური გუნდის სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის გამო ქვეყანამ მიიღო რესურსები, რომელიც ილექება ეროვნული ბანკის რეზერვებში და აქედან გამომდინარე, გვაქვს საშუალება, რომ გავაგრძელოთ ინტერვენციები ისე, რომ საგრძნობლად არ შემცირდეს ეროვნული ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები. თუ ეს რეზერვები ძალიან შემცირდა, ეს აუცილებლად აისახება ქვეყნის რისკ პრემიის გაზრდაზე, რაც ცუდია ქვეყნის ეკონომიკისთვის, ქვეყნის რეიტინგისთვის. ეს გააძვირებს კაპიტალის შემოსვლის ფასს, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკის გაჯანსაღებას“, - განმარტა სებ-ის პრეზიდენტმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system