თავში

ეროვნული ბანკი: ინფლაცია დაგეგმილზე მაღალი იქნება

ეროვნული ბანკი: ინფლაცია დაგეგმილზე მაღალი იქნება
ეროვნული ბანკი: ინფლაცია დაგეგმილზე მაღალი იქნება

ეროვნული ბანკი ოქტომბრის ანალიტიკურ ანგარიშებს აქვეყნებს. ანგარიშის მიხედვით სხვადასხვა მიზეზების გამო 2019 წელს ინფლაცია მიზნიბრივ 3%-იან მაჩვენებელს ვეღარ დაუბრუნდება.

წლიური ინფლაცია წინა პროგნოზებზე მეტად გაიზარდა და 2019 წლის მესამე კვარტალში, საშუალოდ, 5.3% შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ პერიოდში ინფლაციის ეს ზრდა ნაწილობრივ სიგარეტსა და სურსათის გარკვეულ კომპონენტებზე ფასების მოსალოდნელზე სწრაფმა ზრდამ გამოიწვია, მნიშვნელოვანი იყო გაცვლითი კურსის მოსალოდნელზე მეტად გაუფასურებიდან მომავალი ინფლაციური წნეხიც. სწორედ ეს უკანასკნელი ფაქტორი გახდა ინფლაციის განახლებული პროგნოზის ზედა მიმართულებით გადახედვისა და, შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის რეაგირების მიზეზი.

კერძოდ, საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, ინფლაცია მომდევნო სამი კვარტალის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება, ხოლო შემდგომ კი - ეტაპობრივი შემცირების ფაზის გავლის შემდეგ - საშუალოვადიან პერიოდში მას ქვემოდან დაუახლოვდება მთლიანობაში, მომდევნო წლის ბოლოს ინფლაციის მის მიზნობრივ ნიშნულზე მეტად შემცირებას მონეტარული პოლიტიკა განაპირობებს, რომელიც მზადაა დროებით მიზნობრივზე დაბალი ინფლაცია დაუშვას გრძელვადიანი ინფლაციის მოლოდინების მიზნობრივ დონემდე შემცირების მიზნით.

ინფლაციამ მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს უკვე მარტში გადააჭარბა და სექტტემბერში 6.4%-ს მიაღწია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system