თავში

ეროვნული ბანკი ინფლაციის შემცირებას ელოდება

ეროვნული ბანკი ინფლაციის შემცირებას ელოდება
ეროვნული ბანკი ინფლაციის შემცირებას ელოდება

"მართალია მიწოდების გაძნელებული ჯაჭვის გამო კომპანიებს დამატებითი ხარჯი გაუჩნდათ, რის გამოც ფასები გაიზარდა, თუმცა ეს დიდი ხნის განმავლობაში არ იქნება და ინფლაციას აუცილებლად ექნება დაღმავალი ტრენდი“ - ამის შესახებ დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.

მისი მტკიცებით, მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოში ფასების საერთო დონეს (ინფლაციას) შემცირების ტენდენცია ექნება, რაც ეროვნულ ბანკს რეფინანსირების განაკვეთის შემცირების საშუალებას მისცემს.

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგიერთ სასურსათო საქონელზე ფასები გაიზარდა და ეს ინფლაციის მაჩვენებელზეც აისახება, საშუალოვადიან პერიოდში ჩვენ არ ველოდებით ინფლაციის ზრდას. დღევანდელ სიტუაციაში თუ შევხედავთ, როდესაც საქმე გვაქვს მსოფლიო მასშტაბით მოთხოვნის უპრეცენდენტო შემცირებასთან , რის გამოც მსოფლიო ბაზრებზე მცირდება ფასები, ბუნებრივია, ეს საბოლოო ჯამში საქართველოზეც აისახება. აქედან გამომდინარე, ჩვენი პროგნოზით, წლის განმავლობაში ინფლაციას შემცირების ტენდენცია ექნება, რაც საშუალებას მოგვცემს რომ პოლიტიკის განაკვეთის შემცირება , რაც წინა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტზე დავიწყეთ, ასევე გავაგრძელოთ,“-ამბობს გვენეტაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system