თავში

ეროვნული ბანკი მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარებს აქვეყნებს

ეროვნული ბანკი მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარებს აქვეყნებს
ეროვნული ბანკი მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარებს აქვეყნებს

ფინანსური ინსტიტუტების მიერ ანგარიშგების ეფექტიანად წარმოებისთვის ეროვნული ბანკი მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარებს აქვეყნებს.

ეროვნული ბანკის საბაზო სცენარის მიხედვით, მიმდინარე წელს ეკონომიკური აქტივობა მნიშვნელოვნად მცირდება. ეს გამოწვეულია ახალი კორო ნავირუსის გლობალური გავრცელების პირობებ ში როგორც შიდა, ასევე საგარეო მოთხოვნის მკვეთრი დაცემით. აღნიშნული სცენარის დაშვებით, ვირუსის გავრცელება კონტროლს დაექვემდებარება და ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი მიმდინარე წლის შუა პერიოდისათვის ამუშავდება, ხოლო საჰაერო მიმოსვლა აღდგენას ადრეული შემოდგომიდან დაიწყებს. პანდემიის პირობებ ში ყველაზე მძიმე დარტყმას ტურიზმის სექტორი განიცდის, რომელიც გასულ წელს ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძ რავებელი იყო. წლის განმავლობაში ასევე მოსალოდნელია საექსპორტო შემოსავლების, ფულადი გზავნილებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება. ამასთან, შემცირებით ხასიათდება ადგილობრივი მოთხოვნაც, განსაკუთრებით ხანგრძლივი მოხმარების საქონელსა და მომსახურების ფართო სპექტრზე; მცირდება შიდა საინვესტიციო აქტივობაც. თუმცა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის შედეგად მოპოვებული მოცულობითი ფისკალური სტიმული მძიმე შოკის შედეგებს ნაწილობრივ შეარბილებს და პოსტ-კრიზისულ პერიოდში ეკონომიკის სწრაფ გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს. საბაზო პროგნოზის მიხედვით, 2020 წელს რეალური მშპ 4%-ით შემცირდება. საშუალოვადიან პერიოდში, ვირუსის გავრცელების შე სუსტებასა და მსოფლიო ეკონომიკის ამუშავებასთან ერთად, ეკონომიკური ზრდა აღდგება, რასაც თან უმუშევრობის შემცირება მოჰყვება.

ეროვნული ბანკის ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, ეკონომიკის ამუშავება მიმდინარე წლის პირველ ნახევარშივე იწყება. 

აღნიშნულ სცენარში გადაადგილებასა და ეკონომიკურ აქტივობაზე დაწესებული შეზღუდვები წლის პირველ ნახევარშივე უზრუნველყოფს ვირუსის გავრცელების შეკავებას. შედეგად, ჯანდაცვის სისტემა დაინფიცირებულთა ნაკადს წნეხის გარეშე უმკლავდება. ეს კი ეკონომიკურ აქტივობაზე დაწესებული შეზღუდვების უფრო მაღალი ტემპით შემსუბუქების საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, დაანონსებული ანტიკრიზისული და პოსტ-კრიზი სული ეკონომიკის სტიმულირების პა კე ტები წარმატებით ახერხებს ეკონომიკის ამუ შავებას და მოლოდინების გაუმჯობესებას. ამა ვე სცენარით, პანდემია მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც წლის პირველ ნახევარში იხევს უკან, რაც საერთაშორისო სავაჭრო და საინვესტიციო ნაკადების აღდგენას განაპირობებს. ავიამიმოსვლის აღდგენა კი, შედარებით დაბალი ტემპით, ზაფხულის შუა პერიოდიდან იწყება, რადგან ვირუსის გავრცელების მეორე ტალღის რისკები კვლავ მაღალია. პანდემიისა და მის მიერ გამოწვეული ეკონომიკური შედეგების წარმატებული მართვა საქართველოს შესაძლებლობას აძლევს პოზიციონირდეს როგორც სანდო და უსაფრთხო ქვეყანა. ეს კი ტურისტული და საინვესტიციო ნაკადების სწრაფად აღდგენას შეუწყობს ხელს.

ოპტიმისტურ სცენარში ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღება გარკვეულწილად განპირობებულია ეკონომიკურ აქტივობაზე შეზღუდვების სწრაფი მოხსნის შედეგად მიღებული უფრო ძლიერი ადგილობრივი მოთხოვნით. რეგიონისა და გლობალური ეკონომიკის უფრო სწრაფი ტემპით გაჯანსაღება კი სავაჭრო, საინვესტიციო და ტურისტული ნაკადების უფრო სწრაფ აღდგენას განაპირობებს, რასაც, ასევე, დადებითი წვლილი შეაქვს ერთობლივ მოთხოვნაში. მიუხედავად იმისა, რომ ოპტიმისტური სცენარი საბაზოსთან შედარებით ეკონომიკური აქტივობის უფრო სწრაფ აღდგენას განიხილავს, აბსოლუტურ მაჩვენებელში მოვლენების აღნიშნული ოპტიმისტური განვითარება მაინც არასახარბიელოა, ვინაიდან იგი 2020 წელს ეკონომიკის შემცირებას ითვალისწინებს.
უფრო ძლიერი მოთხოვნის პირობებში, რეა ლური მშპ-ის კლება 2020 წელს სა ბაზო სცენართან შედარებით უფრო მცირემასშტაბიანია, ხოლო ეკონომიკური აქტი ვობის აღდგენა 2021 წლიდან უფრო სწრა ფი ტემპით მიმდინარეობს. ეკონომიკის მაკროეკონომიკური სცენარები ფასს 9-ის მიზნებისთვის უფრო სწრაფი გაჯანსაღების კვალდაკვალ უმუშევრობა უფრო მაღალი ტემპით მცირდება. შედარებით ძლიერი ერთობლივი მოთხოვნა ზომიერ ინფლაციურ წნეხს ქმნის. თუმცა, ამ წნეხს გარკვეულწილად ანე იტ რალებს შემცირებული ინფლაცია იმპორტირებულ საქონელსა და წარმოების შუალედურ ხარჯებზე, რასაც თავის მხრივ გაუმჯობესებული საგარეო ბალანსი განაპირობებს.

ეროვნული ბანკის პესიმისტური სცენარი განიხილავს გახანგრძლივებულ რეცესიას, რომელიც ახალი კორონავირუსის ინფექციის 2020 წლის მეორე ნახევარში გაგრძელებული გავრცე ლე ბით არის განპირობებული. ასეთ შემთხ ვე ვაში, ეკონომიკურ აქტივობაზე არსე ბული შეზღუდვების შემოდგომამდე გახანგრძლივების საჭიროება შეიძლება შეიქმნას. შესაბამისად, შეფერხდება ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლაც.
აღნიშნულ სცენარში ვირუსის გახანგრძლივებული გავრცელება საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში უფრო მძიმე რეცესიებს გამოიწვევს. ეს კიდევ უფრო ამცირებს საერთაშორისო ვაჭრობასა და საინვესტიციო ნაკადებს. ამასთან, საჰაერო ფრენებზე არსებული შეზღუდვები წლის ბოლომდე შენარჩუნდება, რაც უარყოფითად აისახება საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავლებზე. მას შემდეგ, რაც ცხადი გახდება ვირუსის შემდგომი გავრცელების ნიშნები, გადაიხედება მოლოდინებიც, რაც განვითარებადი ქვეყნებიდან კიდევ უფრო მეტი კაპიტალის გადინებაში აისახება. შედეგად, განვითარებად ქვეყნებში კიდევ უფრო გაიზრდება რისკის პრემია და გაცვლით კურსიც უფრო მეტი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდება. ცენტრალური ბანკების შერბილებული მონეტარული პოლიტიკის ფონზე ურისკო საპროცენტო განაკვეთები დაბალ დონეზე შენარჩუნდება, თუმცა შესაძლოა ფინანსური პირობები რეგიონში რისკის გადაფასების გამო მაინც გამკაცრდეს. ამასთან, გლობალურად ეკონომიკური აქტივობების მოსალოდნელზე უფრო ხანგრძლივად შეკავების გამო, კიდევ უდრო შემცირდება მოთხოვნა ნავთობზე, რასაც ნავთობის ფასის კლება მოჰყვება. ეს კი უარყოფითად აისახება ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ეკონომიკებზე როგორც რეგიონში, ასევე გლობალურად. 

პესიმისტურ სცენარში გახანგრძლივებულმა ეკონომიკურმა სირთულეებმა შესაძლოა მიმდინარე ანგარიშის დამატებით გაუარესება განაპირობოს, რადგან შემოდინების ძირითადი წყაროები, როგორებიცაა შემოსავლები მოგზაურობიდან, საქონლის ექსპორტი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ფულადი გზავნილები, კიდევ უფრო შემცირდება. აღნიშნული რისკები და ქვეყნის მკვეთრად გაუარესებული მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები ქვეყნის რისკის პრემიის 4 პროცენტული პუნქტით ზრდას განაპირობებს. შედეგად, პესიმისტურ სცენარში ლარი აშშ დოლარის მიმართ 2020-2021 წლების მანძილზე მიმდინარე დონესთან შედარებით 15%-ით უფასურდება. 2022 წლიდან კი ეკონომიკური გაჯანსაღების ფონზე ლარი 5%-ით მყარდება. ამ პერიოდში შედარებით ზომიერია ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება, ვინაიდან გლობალური ტენდენციები სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტებზეც ახდენს გავლენას.
პესიმისტურ სცენარში გახანგრძლივებული რეცესიის პირობებში 2020-2022 წლებში რეალური მშპ-ის ზრდა საბაზო სცენარის პროგნოზს ჯამურად 8 პროცენტული პუნქ ტით ჩამორჩება. გაცვლითი კურსის გაუფასურებიდან მომდინარე იმპორტირებული ინფლაციისა და შუალედური დანახარჯების ზრდა შესუსტებული მოთხოვნისა და ნავთობის შემცირებული ფასების ეფექტს გადაწონის. გაზრდილი გაურკვევლობის ფონზე მომატებულია ინფლაციური მოლოდინები. გაზრდილი ინფლაციური მოლოდინების მოსათოკად კი მონეტარული პოლიტიკა საბაზო სცენართან შედარებით უფრო გამკაცრებული ნარჩუნდება. პესიმისტურ სცენარში უძრავ ქონებაზე შემოსავლების მოსალოდნელი შემცირებისა და შესუსტებული ეკონომიკის ფონზე 2020 წლის მანძილზე ლარში გამოსახული უძრავი ქონების ფასები 15%-ით მცირდება და შემდეგ პერიოდებში ეტაპობრივად იწყებს ზრდას. 

სების ნეგატიური პროგნოზით, ეკონომიკური კრიზისიდან გაჭიანურებულმა გამოსვლამ შესაძლოა ზოგიერთი (განსა
კუთრებით მცირე და საშუალო ზომის) ბიზნესის დახურვა გამოიწვიოს, რაც არსებულ ვითარებაში ფუნქციონირების გაზრდილი ხარჯებითაა განპირობებული. აღნიშნულ სცენარში უმუშევრობა მნიშვნელოვნად იზრდება და შინამეურნეობებს, კომპანიებთან ერთად, ვალის მომსახურების პრობლემები შეექმნებათ. ამ გზით, ეკონომიკურმა სირთულეებმა შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა ფინანსურ სისტემაზეც იქონიოს. იმ შემთხვევაში, თუ ეს ზეგავლენა ფინანსური ინსტიტუტების საანგარიშო ბალანსებზე არსებითი აღმოჩნდა, მაშინ ეკონომიკის პოსტ-კრიზისული გაჯანსაღება კიდევ უფრო შენელდება.

როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, აღნიშნული სცენარების მიზანია ხელი შეუწყოს ფინანსური ინსტიტუტების მიერ ანგარიშგების გამჭვირვალედ, თანმიმდევრულად და ეფექტიანად წარმოებას. სცენარების მიმდინარე განახლება ჩვეულზე რამდენიმე თვით ადრე ქვეყნდება, რათა კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეებისა და გაზრდილი გაურკვევლობის პირობებში დროულად უზრუნველყოს ფინანსური ინსტიტუტები მაკროეკონომიკური საპროგნოზო ინფორმაციით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system