თავში

ეროვნული ბანკი საკრედიტო რეესტრის შექმნაზე მუშაობს

​ეროვნული ბანკი საკრედიტო რეესტრის შექმნაზე მუშაობს
ეროვნული ბანკი საკრედიტო რეესტრის შექმნაზე მუშაობს

ეროვნული ბანკი საკრედიტო რეესტრის შექმნაზე მუშაობს.

 ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, საკრედიტო რეესტრის შექმნა ეროვნულ ბანკს მეტ შესაძლებლობას მისცემს შეაფასოს  საკრედიტო რისკები და მოახდინოს მისი ანალიზი.

"საკრედიტო რეესტრში ბანკებმა მსესხებლების შესახებ დეტალური ინფორმაცია უნდა წარადგინონ. მათ შორის ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა არის სესხის გაცემისას უზრუნველყოფის საგანი. ვის რა სახის სესხი დაუმტკიცდა ან რა საკრედიტო განაცხადზე მიიღო პირმა უარი. უფრო კონკრეტულად კი ეროვნულ ბანკს ყოველთვიურად შემდეგი მონაცემები წარედგინება: მომხმარებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მომხმარებლის ბოლო განახლებული ფინანსური მონაცემები, საკრედიტო ვალდებულების დეტალები, საკრედიტო ვალდებულების უზრუნველყოფის მონაცემები, ინფორმაცია რეფინანსირებულ სესხებზე, ინფორმაცია ინვესტიციების შესახებ, ინფორმაცია უარყოფილი საკრედიტო განაცხადების შესახებ და ინფორმაცია საანგარიშგებო თვის განმავლობაში დახურული სესხების შესახებ", - განაცხადა ოთარ გორგოძემ.

საკრედიტო რეესტრისთვის დეტალური ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულება კომერციულ ბანკებს ექნებათ, თუმცა მოთხოვნა ეტაპობრივად ფინანსური სექტორის სხვა წარმომადგენელზეც გავრცელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system