თავში

ეროვნული ბანკი ტექნოლოგიურ ცვლილებებს გეგმავს

ეროვნული ბანკი ტექნოლოგიურ ცვლილებებს გეგმავს
ეროვნული ბანკი ტექნოლოგიურ ცვლილებებს გეგმავს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, მოსალოდნელია ტექნიკური ხასიათის ცვლილებები, რომელიც ბიუროკრატიის გამარტივებას ეხება და რეგულაციებს უფრო მოქნილს გახდის. 

,,ღია ბანკინგი გულისხმობს ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციას შორის, მომხმარებლის ინიციატივით, ფინანსურ ინსტიტუტში არსებული ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაცვლას. ის ქმნის ნაყოფიერ ნიადაგს ახალი ტექნოლოგიების შესაძლებლობის ეფექტურად გამოყენებისათვის, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, ზრდის ჯანსაღ კონკურენციას. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ჩავერთოთ ამ პროცესში და საერთაშორისო პრაქტიკას ავყვეთ, რამდენადაც ღია ბანკინგს სარგებელი მოაქვს მომხმარებლისთვის - უფრო იოლი ხდება პირადი საბანკო ინფორმაციის განკარგვა, ამის გამოყენებას ის უფრო მეტი სარგებლით და უფრო ღირებულად ახერხებს. ამავე დროს შესაძლებელი იქნება საბანკო სერვისების გამოყენების მრავალფეროვნების და ხელმისაწვდომობის გაზრდა. რაც მნიშვნელოვანია, ეს ხელს შეუწყობს ციფრული ბანკის ელემენტების შემოტანას, რაც ზოგადად მნიშვნელოვანია საქართველოში და ჩვენ ამაზეც ვმუშაობთ. ამავე დროს ჩვენ შევქმენით ფინანსური ინოვაციების ოფისი სებ-ში, გვინდა შევქმნათ ის ეკოსისტემა და გარემო, რომელიც ამ მიმართულებას განავითარებს. ვაპირებთ ასევე ციფრული ბანკის კონცეფციის განვითარებას, რაც გულისხმობს ბანკის მომსახურების გადატანას ციფრულ სივრცეში, ეს ინოვაცია მსოფლიოში არსებობს. რამდენიმე ახალი პრაქტიკის დანერგვას ვცდილობთ, საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ საბანკო რეგულაციებში ცვლილებები დაანონსა. ჟურნალისტებთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ შესაძლებელია საბანკო რეგულაციები გამარტივდეს, თუმცა დეტალებს ჯერჯერობით არ აკონკრეტებს.

,,შესაძლოა, რომ მარტიდან საბანკო რეგულაციებში გარკვეული ცვლილებები შევიდეს. დეტალებს გავდივართ. აქტიურად მიმდინარეობს განხილვები“, - აღნიშნა მან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system