თავში

ეროვნული ბანკის და ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს ღონისძიება ფინანსური განათლებისთვის

ეროვნული ბანკის და ჯუნიორ ეჩივმენტ ღონისძიება ფინანსური განათლებისთვის
ეროვნული ბანკის და ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს ღონისძიება ფინანსური განათლებისთვის

ეროვნული ბანკის და "ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს" ორგანიზებით, გაიმართა ღონისძიება - ინოვაციების ბანაკი ფინანსური განათლების თემაზე. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები 12 საათიანი ღონისძიებაში იღებდნენ მონაწილეობას და გუნდებად მუშაობდნენ, ფინანსური განათლებისა და ფინანსური ჩართულობის სფეროში არსებული საგანმანათლებლო გამოწვევის გარშემო. მათი ამოცანა იყო, წარმოედგინათ იდეები და აღნიშნული გამოწვევის საპასუხო, ეფექტური და ინოვაციური მეთოდები. ღონისძიების გახსნისას, მონაწილეებს ასევე ჩაუტარდათ ლექცია, ფინანსური განათლების თემაზე, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებმა ფინანსური განათლების არსისა და მნიშვნელობის შესახებ იმსჯელეს. 

"პროექტი" სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა აღმოსავლეთ ევროპასა და ევრაზიაში" 2020 წლის ბოლომდე გრძელდება, რომელსაც მხარს უჭერს აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და რომელიც ჯუნიორ ეჩივმენტ (JA) მსოფლიოსა და ევროპის ხელმძღვანელობით, JA - ის ადგილობრივი ორგანიზაციების ჩართულობით, ოთხ სამიზნე ქვეყანაში (საქართველო, მაკედონია, მოლდოვა და სერბეთი) სამეწარმეო განათლების დანერგვის მიზნით ხორციელდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system